იტვირთება...

ჩემი ცხოვრების აზრი

ევა პერონი

129 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ევა პერონის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ჩემი ცხოვრების აზრი" პირველად ბუენოს აირესში 1951 წელს გამოქვეყნდა, მას შემდეგ არაერთხელ გამოიცა და ითარგმნა მსოფლიოს ხალხთა თითქმის ყველა ენაზე. საინტერესოა, რომ წიგნი არაბულადაც არის გადათარგმნილი. ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, მშობლიურ ენაზე გაეცნოს არგენტინის ყოფილი პირველი ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს, მოსაზრებებს ქალთა მოძრაობაზე. წიგნი ესპანურიდან თარგმნა თეა ხომასურიძემ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, ხუან დომინგო პერონის (1895-1974) მეუღლის, უბრალოდ ევიტას, ცხოვრება უმნიშვნელოვანესი იყო არგენტინის ისტორიაში რიგი მოვლენების გამო. მან მეუღლის გვერდით იბრძოლა ქალთა საარჩევნო უფლების მოპოვებისთვის. ქალთა საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლების მინიჭება, ევიტამ პირადად გააცნო ბუენოს აირესში მაისის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას: „ახლა ხელები მიკანკალებს, ფურცელი ხელში რომ მიჭირავს... ეს საუკუნე ისტორიაში შევა არა „ატომური გაყოფის“, არამედ „გამარჯვებული ფემინიზმის სახელით!“ ევა პერონის სახელობის ფონდის მეოხებით, რომლის მუშაობაც გათვლილი იყო ძირითადად უპოვართა დახმარებაზე, ღარიბთათვის ეს დახმარება რეალურად იქნა აღმოჩენილი. ევიტას როლი და მნიშვნელობა უდიდესი იყო საერთაშორისო ასპარეზზე არგენტინის ახალი მთავრობის პოპულარიზაციაშიც. იგი მხარში ედგა მეუღლეს მისი პატიმრობის პერიოდშიც. სწორედ ევას აქტიურობით გაანთავისუფლეს პერონი 1945 წლის 17 ოქტომბერს, დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში, კუნძულ მარტინ გარსიას ციხიდან. ხუან დომინგო პერონზე ევა დაქორწინდა 1946 წელს, პერონის პრეზიდენტად არჩევიდან ერთ წელიწადში. იგი იყო პერონისტული პარტიის ქალთა ფრთის და ევა პერონის ფონდის პრეზიდენტი. 1952 წლის 7 მაისს, მისი 33 წლის იუბილეზე, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, არგენტინის კონგრესმა მას ერის სულიერი ლიდერის წოდება მიანიჭა. გარდაიცვალა იმავე წლის 26 ივლისს, ბუენოს აირესში, მისი ფონდის მიერვე დაარსებულ ჰოსპიტალში, სიმსვნის დიაგნოზით. 2007 წლის სექტემბერში ჟურნალ Time-თან ინტერვიუში არგენტინის პირველმა ქალბატონმა და სენატორმა ქრისტინა მარტინეს დე კირჰნერმა განაცხადა: „ჩვენი თაობა ვალშია ევა პერონთან მისი მისწრაფებების და ბრძოლისუნარიანობის მაგალითის გამო“. ევას მნიშვნელობას არგენტინაში ასევე მოწმობს, 329 დეკრეტით, არგენტინის 200 წლიანი ისტორიის სიმბოლოდ მისი არჩევა. აქ არაა არავითარი მითოლოგია და სასწაული. ეს უბრალოდ ისტორიული ვნებათა ღელვის ევა პერონის თანამედროვეობასთან რეალური თანხვედრაა, რის გამოც, და მეტწილად, მისი ქალური ხასიათის, სილამაზის, ბუნებრიობის მეოხებით, ის ბევრმა შეიყვარა და ბევრმაც შეიძულა. თუმცა, ისტორიამ დაამტკიცა, რომ სიყვარული გაცილებით ჭარბობდა მის საწინააღმდეგო, უარყოფით ფაქტებს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ჩემი ცხოვრების აზრი
ავტორი:
გამოცემის თარიღი:
2019
თარგმანი:
ესპანურიდან
მთარგმნელი:
თეა ხომასურიძე
გვერდები:
158
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
129
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]