ქვეყნიერების აღმოსავლეთში, ინდოეთის ოკეანის ნაპირზე სინათლის მბრძანებელი მეფის მზის სასახლე აღმართულიყო, საიდანაც ის ყოველ დილას ცის კაბადონზე ამოდიოდა, დღის ბოლოს კი ჰორიზონტზე ეშვებოდა და წყალში უჩინარდებოდა.
მზე მთელ ქვეყანას მოივლიდა და ამიტომ ყველგან თავის სახელს არქმევდნენ. ინდოეთში მას სურიას უწოდებდნენ, სადაც მას თორმეტი თვის მიხედვით სხვადასხვა სახელებითაც იხსენებდნენ.