იტვირთება...

მასწავლებლის წიგნი 11 კლასი

ირინა რუხაძე, გია სოხაძე და ავტორთა ჯგუფი

9,511 ნახვა
3
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილია: ეროვნული სასწავლო გეგმა, შინაარსისა და მიზნების რუკა, შედეგების რუკა, რჩევები და მითითებები მასწავლებელთათვის, მერვე კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოს სავარჯიშოების ამოხსნა და პასუხები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მასწავლებლის წიგნი წარმოადგენს გამომცემლობა "პედაგოგიკის" მიერ შექმნილი მათემატიკის სახელმძღვანელოების სერიის გაგრძელებას. წიგნში წარმოდგენილია: ეროვნული სასწავლო გეგმა მეთერთმეტე კლასისათვის, შინაარსისა და მიზნების რუკა, შედეგების რუკა, რჩევები და მითითებები მასწავლებელთათვის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოს სავარჯიშოების ამოხსნა და პასუხები. მასწავლებლის წიგნის ავტორებია: ი. რუხაძე, გ. სოხაძე, თ. ახობაძე, ა. ფურცელაძე, მ. ფაცაცია, ა. ტყეშელაშვილი, ზ. თედიაშვილი, თ. ჭყონია, რ. სურმანიძე, მ. ჭაბაშვილი, პ. ბაბილუა, მ. თევდორაშვილი, ლ. ტრაპაიძე. მეთერთმეტე კლასის მოსწავლის სახელმძღვანელო წარმოადგენის მათემატიკის სახელმძღვანელოების სერიის ნაწილს. სახელმძღვანელო შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის მათემატიკის საგნობრივი პროგრამის მიხედვით და ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლის სახელმძღვანელო შეიცავს მრავალფეროვან მასალას, ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, შეძენილი ცოდნის ათვისებას და გააზრებას. სავარჯიშოთა სისტემა უზრუნველყოფს ამოცანების ამოხსნის ეფექტური სტრატეგიების არჩევას და შეიცავს მრავალ საინტერესო მასალას ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და სხვა სფეროდან. მეთერთმეტე კლასის მოსწავლის სახელმძღვანელო დაყოფილია თავებად და პუნქტებად (ქვეთავებად). თითოეული თავი ეძღვნება ერთი თემის შესწავლას. თითოეული პუნქტი მოიცავს შესაბამისი თავის ერთ-ერთ ასპექტს, როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს. მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი მასალა საორიენტაციო ხასიათისაა. მასწავლებელს შეუძლია ცვლილებების შეტანა საკუთარი შეხედულებისა და კლასის მომზადების დონის შესაბამისად. მასწავლებლის წიგნში მითითებულია, ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მიმართულებას და რა ნაწილს ფარავს მოსწავლის სახელმძღვანელო. მასწავლებლის წიგნში მოცემული სწავლების რეკომენდაციები, ინსტრუქციები და მითითებები მასწავლებელს დაეხმარება სხვადასხვა დიდაქტიკური ხერხებისა და სტრატეგიების გამოყენებაში. მასწავლებლის წიგნს აქტიურად გამოიყენებს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მასწავლებელი სასწავლო პროცესის წარმართვაში.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-99928-11-93-1
სათაური:
მასწავლებლის წიგნი 11 კლასი
გამოცემის თარიღი:
2012
გვერდები:
134
კატეგორია:
პროფესიული ლიტ.
ნახვები:
9511
რეიტინგი:
3
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
3
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]