იტვირთება...

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია "საბასგან"​

 
ხმოვანი წიგნების მოსასმენად თქვენს​ Android ან iOS მოწყობილობაში ჩამოტვირთეთ აპლიკაცია SABA Reader-ის უახლესი ვერსია
 
ხმოვანი წიგნის შეძენის ინსტრუქცია:
♦ შეარჩიეთ სასურველი ხმოვანი წიგნები, რომლებსაც სპეციალური პიქტოგრამის მეშვეობით გამოარჩევთ.
♦ ხმოვანი წიგნის შეძენამდე შეგიძლიათ, ვებგვერდზე მოუსმინოთ 5 წუთიან უფასო ნაწილს
♦ ხმოვანი წიგნის შეძენა სტანდარტული პროცედურის მეშვეობით ხდება
♦ კატალოგში, ასევე, ხელმისაწვდომია 60-მდე უფასო ხმოვანი წიგნი
♦ შეძენილი წიგნი თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება
 
ხმოვანი წიგნის მოსმენის ინსტრუქცია:
♦ აპლიკაციაში შესვლისას ერთჯერადად მიუთითეთ saba.com.ge-ზე რეგისტრაციისას გამოყენებული ელ.ფოსტა და პაროლი
♦ დააჭირეთ წიგნს, რომლის მოსმენაც გსურთ, და პირველი თავი ავტომატურად გადმოიწერება თქვენს მოწყობილობაში
 
თქვენ შეგიძლიათ
  • შეაჩეროთ მოსმენა
  • გადაახვიოთ წინ ან უკან 30 წამიანი ბიჯებით
  • გადახვიდეთ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ადგილას
  • დაარეგულიროთ ტემპი -  ააჩქაროთ ან შეანელოთ 
 
♦ ხმოვან წიგნს აქვს სარჩევი, საიდანაც სასურველი თავების გადმოწერას ან უკვე მოსმენილის წაშლას შეძლებთ
♦ თავების გადმოწერისას დაგჭირდებათ WiFi ინტერნეტი. მათი მოსმენა  კი ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი