იტვირთება...

მოთხრობები ცხოველებზე

იაკობ შტრაიტი

7,715 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
შვეიცარიელი პედაგოგისა და საბავშვო მწერლის წიგნი "მოთხრობები ცხოველებზე" მოიცავს 28 პატარა მოთხრობას სხვადასხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, თევზებსა და მწერებზე. ავტორი დიდი სიყვარულითა და იუმორით გვიყვება მათზე, გამოკვეთს მათ ყველაზე სახასიათო თვისებებს, თვალსაჩინოს ხდის მათ ხასიათსა და თავისებურებებს. მოთხრობები ბავშვებს ინტერესსა და სიყვარულს უღვივებენ ცხოველთა საუფლოს მიმართ. მათ ნამდვილად შემეცნებითი მნიშვნელობა აქვთ ყმაწვილებისთვის. წიგნი ილუსტრირებულია ჰანს პეტერ ვებერის მიერ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
იაკობ შტრაიტი დაიბადა 1910 წელს შვეიცარიაში. მან დაამთავრა პედაგოგიური სემინარი და მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა მისი ინტერესისა და კვლევის საგანს კულტურისა და რელიგიის ისტორიის საკითხები შეადგენდა. იაკობ შტრაიტის პირველი წიგნები სკოლაში ბავშვებთან ცოცხალი კონტაქტის შედეგად წარმოიქმნა. მის კალამს მრავალი საბავშვო წიგნი ეკუთვნის, რომელნიც მრავალ ენაზე არიან თარგმნილნი. "მოთხრობები ცხოველებზე" 28 პატარა მოთხრობას მოიცავს სხვადასხვა ცხოველებზე, ფრინველებსა თუ მწერებზე. დიდი სიყვარულითა და იუმორით გვიყვება ავტორი მათზე, ალაპარაკებს თევზსა თუ ბაჭიას, თხუნელასა და ზაზუნას, პეპელას, ძროხას, ფუტკარსა და მრავალ სხვა ხმელეთის, წყლისა და ჰაერის ბინადარს. მოთხრობებში ძალზე ცოცხლად და ოსტატურადაა დახატული ამ არსებების ყველაზე სახასიათო თვისებები. იაკობ შტრაიტს ისინი მეტწილად წყვილ-წყვილად ჰყავს დახასიათებული, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს და თვალსაჩინოს ხდის თითოეული მათგანის ხასიათსა და თავისებურებებს. როდესაც ერთმანეთს ესაუბრებიან ფუტკარი და მაისის ხოჭო, შაშვი და თხუნელა, კოღო და ჭიანჭველა, ციცინათელა და გომბეშო, ცხადი ხდება მათი ურთიერთგანმასხვავებელი ნიშან-თვისებები. ამიტომ მოთხრობებს ნამდვილად შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს ბავშვებისათვის. ისინი მსუბუქად და ხალისით იკითხებიან, ბავშვებს ცხოველების საუფლოს კარს უხსნიან და აახლოებენ მასთან.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9000-4-4
სათაური:
მოთხრობები ცხოველებზე
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2010
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
მარინა ბულია
გვერდები:
106
კატეგორია:
საბავშვო
ნახვები:
7715
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]