იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
თარგმანი
/
პროზა
/
მოზარდებისთვის
/
საბავშვო
/
ფენტეზი
/
უიღბლო ამბების სერია: ტერარიუმი
უიღბლო ამბების სერია: ტერარიუმი
ლემონი სნიკეტი
2017 წელი |
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
თარგმანი
|
პროზა
|
მოზარდებისთვის
|
საბავშვო
|
ფენტეზი
2,547
ნახვა
0
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6.6
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ძვირფასო მკითხველო, თუ ფიქრობთ, რომ ამ წიგნში სასიამოვნო ამბავს წაიკითხავთ, ვშიშობ, არასწორი არჩევანი გააკეთეთ. ამბავი შეიძლება თავიდან მხიარული გეჩვენოთ, რადგან პატარა ბოდლერები საინტერესო ქვეწარმავლებსა და მსუქანა ბიძასთან ერთად დროს არცთუ უსიამოვნოდ ატარებენ, მაგრამ არ მოტყუვდეთ. თუ უკვე იცნობთ უიღბლო ბოდლერებს, გეცოდინებათ, რომ მათ შემთხვევაში კარგი ამბებიც კი უბედურებით სრულდება. მართლაც, ამ წიგნში ბავშვებს მრავალი გასაჭირის გადატანა უწევთ: ისინი მოჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაში, შეხვდებიან მახრჩობელა გველს, დაკარგავენ საყვარელ, მხიარულ ბიძას... ყველაფერ ამასთან ერთად, გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც, იმედი ჰქონდათ, აღარასდროს ნახავდნენ... მე იძულებული ვარ, ამ ტრაგიკული ამბების შესახებ დავწერო, მაგრამ თქვენ თუ მათ წაკითხვას არ მოისურვებთ, შეგიძლიათ, ეს წიგნი თაროზე შემოდოთ და რაიმე უფრო მსუბუქი საკითხავი მოძებნოთ. პატივისცემით, ლემონი სნიკეტი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
უიღბლო ამბების ...
ლემონი სნიკეტი
8.6
ყიდვა
უიღბლო ამბების ...
ლემონი სნიკეტი
6.6
ყიდვა
უიღბლო ამბების ...
ლემონი სნიკეტი
6.4
ყიდვა
ნოტრ-დამ-დე-ფლე...
ჟან ჟენე
6.9
ყიდვა
უდაბნო
ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო
6.9
ყიდვა
გამოსათხოვარი ვ...
მილან კუნდერა
8.95
ყიდვა
ესეები
მიგელ დე უნამუნო
7.2
ყიდვა
გულსაგლეჯი
ბორის ვიანი
6.9
ყიდვა
...გუგულის ბუდე...
კენ კიზი
8.9
ყიდვა
სასუფეველი
ბრაჰამ სადეყი
3
ყიდვა
ფაუსტი I
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
10.35
ყიდვა
პლატფორმა
მიშელ უელბეკი
11
ყიდვა
მე წითელი მქვია
ორჰან ფამუქი
7.2
ყიდვა
ჯევდეთ ბეი და მ...
ორჰან ფამუქი
9.9
ყიდვა
დონ ჟუანი ანუ ქ...
მოლიერი
3
ყიდვა
კომედიები ტომი ...
არისტოფანე
3.99
ყიდვა
კომედიები ტომი ...
არისტოფანე
3.99
ყიდვა
კომედიები ტომი ...
არისტოფანე
3.99
ყიდვა
იქმენინ ნათელი
პარუირ სევაკი
3
ყიდვა
მეფე ხოსროვ ფარ...
ფირდოუსი
8
ყიდვა
უთვისებო კაცი (...
რობერტ მუზილი
12.9
ყიდვა
უთვისებო კაცი (...
რობერტ მუზილი
12.9
ყიდვა
ვარდის სახელი
უმბერტო ეკო
10.9
ყიდვა
თეთრით შავზე
რუბენ გალიეგო
3.9
ყიდვა
იესო ძე კაცისა
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
6.9
ყიდვა
სწორედ ასეთი მო...
რადიარდ კიპლინგი
7.9
ყიდვა
უმანკოების მუზე...
ორჰან ფამუქი
12.9
ყიდვა
უოლდენი ანუ ტყე...
ჰენრი დევიდ თორო
6.6
ყიდვა
ნამგეი დულა
რადიარდ კიპლინგი
2.5
ყიდვა
ფორსაიტების ხსნ...
ჯონ გოლზუორთი
2.5
ყიდვა
კელტური მიმწუხრ...
უილიამ ბატლერ იეიტსი
2.5
ყიდვა
ბატონ ჟერომ კუა...
ანატოლ ფრანსი
2.5
ყიდვა
განსვენებული მა...
ლუიჯი პირანდელო
2.5
ყიდვა
მგზავრის ღამეულ...
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
2
ყიდვა
ყორანი
ედგარ ალან პო
2
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ძვირფასო მკითხველო, თუ ფიქრობთ, რომ ამ წიგნში სასიამოვნო ამბავს წაიკითხავთ, ვშიშობ, არასწორი არჩევანი გააკეთეთ. ამბავი შეიძლება თავიდან მხიარული გეჩვენოთ, რადგან პატარა ბოდლერები საინტერესო ქვეწარმავლებსა და მსუქანა ბიძასთან ერთად დროს არცთუ უსიამოვნოდ ატარებენ, მაგრამ არ მოტყუვდეთ. თუ უკვე იცნობთ უიღბლო ბოდლერებს, გეცოდინებათ, რომ მათ შემთხვევაში კარგი ამბებიც კი უბედურებით სრულდება. მართლაც, ამ წიგნში ბავშვებს მრავალი გასაჭირის გადატანა უწევთ: ისინი მოჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაში, შეხვდებიან მახრჩობელა გველს, დაკარგავენ საყვარელ, მხიარულ ბიძას... ყველაფერ ამასთან ერთად, გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც, იმედი ჰქონდათ, აღარასდროს ნახავდნენ... მე იძულებული ვარ, ამ ტრაგიკული ამბების შესახებ დავწერო, მაგრამ თქვენ თუ მათ წაკითხვას არ მოისურვებთ, შეგიძლიათ, ეს წიგნი თაროზე შემოდოთ და რაიმე უფრო მსუბუქი საკითხავი მოძებნოთ. პატივისცემით, ლემონი სნიკეტი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-23-801-7
სათაური:
უიღბლო ამბების სერია: ტერარიუმი
ავტორი:
ლემონი სნიკეტი
გამომცემელი:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი:
2017
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
აია ბერაია
გვერდები:
168
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
2547
რეიტინგი:
0
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
0
რეიტინგის განაწილება
5
[0]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
უიღბლო ამბების სერია: ტერარიუმი
ლემონი სნიკეტი
2547
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
6.6
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
თავი პირველი
თავი მეორე
თავი მესამე
თავი მეოთხე
თავი მეხუთე
თავი მეექვსე
თავი მეშვიდე
თავი მერვე
თავი მეცხრე
თავი მეათე
თავი მეთერთმეტე
თავი მეთორმეტე
თავი მეცამეტე
თავი პირველი
ქალაქიდან
გასასვლელი
გზა,
რომელიც
ნისლით
დაბურულ
ნავსადგურს
ჩაუვლის
და
პატარა
ქალაქ
ტედიასკენ
მიემართება,
ალბათ
ყველაზე
უსიამოვნო
გზაა
დედამიწის
ზურგზე.
მას
შემზარავ
გზატკეცილსაც
უწოდებენ.
შემზარავი
გზატკეცილი
მიუყვება
უღიმღამოდ
ჩარუხებულ
მინდვრებს.
აქ
ორიოდე
ტანწვრილი
ვაშლის
ხე
დგას,
რომლებიც
ისეთ
მჟავე
ნაყოფს
ისხამენ,
რომ
მათი
გასინჯვაც
კი
არ
დაგჭირდებათ
–
შეხედვისთანავე
გაგაჟრიალებთ.
შემზარავი
გზატკეცილი
კვეთს
პირქუშ
მდინარეს,
რომლის
ცხრა
მეათედს
ტალახი
შეადგენს
და
რომელშიც
უზარმაზარი,
შიშისმომგვრელი
თევზები
დაცურავენ.
შემდეგ
კი
გზა
გარს
უვლის
პირშუშხას
ფაბრიკას,
რის
გამოც
იქაურობა
მომწარო,
მძაფრი
სუნით
ყარს.
ვწუხვარ,
რომ
ამ
ყველაფრის
მოყოლა
მიწევს,
მაგრამ
ობოლი
ბოდლერების
სევდიანი
ამბავი
სწორედ
ამ
პირქუში
მგზავრობით
იწყება
და
ამის
შემდეგ
მათი
ყოფა
უფრო
და
უფრო
უარესდება.
უბედურ
ადამიანებს
შორის
–
დარწმუნებული
ვარ,
ასეთებს
ბევრს
იცნობთ
–
პატარა
ბოდლერებს
ბადალი
არ
მოეძებნებათ,
რაც
ამ
შემთხვევაში
იმას
ნიშნავს,
რომ
მათ
ყველა
დანარჩენზე
უფრო
საშინელი
ამბები
გადახდათ
თავს.
უბედურ
შემთხვევათა
წყება
საშინელი
ხანძრით
დაიწყო,
რამაც
ბოდლერების
სახლი
გაანადგურა
და
მათი
საყვარელი
მშობლები
იმსხვერპლა.
ასეთი
ტრაგიკული
ამბით
გამოწვეული
სევდა,
როგორც
წესი,
მთელი
სიცოცხლის
განმავლობაში
თან
სდევს
ადამიანს,
მაგრამ
ამ
ბავშვების
შემთხვევაში
ეს
მხოლოდ
და
მხოლოდ
ცუდი
დასაწყისი
იყო.
ხანძრის
შემდეგ
პატარა
ბოდლერები
საცხოვრებლად
შორეულ
ნათესავთან,
გრაფ
ოლაფთან
გაგზავნეს,
რომელიც
ხარბი
და
ამაზრზენი
ადამიანი
აღმოჩნდა.
ბოდლერებს
მშობლებმა
დიდძალი
ქონება
დაუტოვეს,
რომელსაც,
ანდერძის
თანახმად,
მაშინ
მიიღებდნენ,
როცა
უფროსი
გოგონა,
ვიოლეტი,
სრულწლოვანი
გახდებოდა.
გრაფმა
ოლაფმა
ბავშვების
ფულის
ხელში
ჩაგდება
მოინდომა
და
ამ
მზაკვრული
სურვილის
შესასრულებლად
ისეთი
თაღლითური
გეგმა
შეთითხნა,
დღემდე
კოშმარად
მესიზმრება.
მართალია,
ოლაფი
დროულად
დაიჭირეს,
მაგრამ
მან
გაქცევა
მოახერხა
და
თან
დაიფიცა,
რომ
ბოდლერების
ქონებას
ადრე
თუ
გვიან
მაინც
დაეპატრონებოდა.
ვიოლეტს,
კლაუსსა
და
სანის
ჯერაც
არ
ამოსდიოდათ
გონებიდან
და
ყოველ
ღამე
სიზმარში
ხედავდნენ
გრაფ
ოლაფს,
თავისი
აელვარებული
თვალებითა
და
გადაბმული,
შუბლზე
ერთ
ხაზად
გადაჭიმული
წარბით.
ყველაზე
ხშირად
მაინც
გრაფის
კოჭზე
ამოსვირინგებული
თვალი
ესიზმრებოდათ.
ეჩვენებოდათ,
რომ
სადაც
უნდა
წასულიყვნენ,
ეს
თვალი
ყველგან
უყურებდათ.
ამრიგად,
თუ
ეს
წიგნი
იმ
იმედით
გადაშალეთ,
რომ
ბედნიერი
ბავშვების
შესახებ
წაიკითხავდით,
გირჩევთ,
ახლავე
დახუროთ
და
რაიმე
სხვა
საკითხავი
მოიძიოთ,
რადგან
ვიოლეტს,
კლაუსსა
და
სანის,
რომლებიც
მოცუცქნულ
მანქანაში
სხედან
და
ფანჯრიდან
შემზარავ
გზატკეცილს
გასცქერიან,
კიდევ
უფრო
მეტი
ტანჯვისა
და
ვარამისკენ
აქვთ
აღებული
გეზი.
პირქუში
მდინარე
და
პირშუშხას
ფაბრიკა
მხოლოდ
დასაწყისია
მთელი
წყება
იმ
ტრაგიკული
ამბებისა,
რომელთა
გამოც
ასეთი
დაღვრემილი
და
თვალცრემლიანი
ვწერ.
ავტომობილის
საჭეს
ბატონი
პო
უჯდა,
ბოდლერების
ოჯახის
მეგობარი,
რომელიც
ბანკში
მუშაობდა
და
გამუდმებით
ახველებდა.
ობლების
საქმეებს
ის
განაგებდა,
ამიტომ
სწორედ
მან
გადაწყვიტა,
რომ
გრაფ
ოლაფთან
მომხდარი
უსიამოვნებების
შემდეგ
ბავშვებზე
სოფელში
მცხოვრები
შორეული
ნათესავი
იზრუნებდა.
–
ვწუხვარ,
რომ
ასეთ
სიმჭიდროვეში
გიწევთ
მგზავრობა,
–
უთხრა
ბატონმა
პომ
ბავშვებს
და
თავის
თეთრ
ცხვირსახოცში
ჩაახველა,
–
მაგრამ
ჩემს
ახალ
მანქანაში
ბევრი
ადამიანი
არ
ეტევა.
თქვენი
ჩემოდნებიც
კი
ვერ
ჩავატიეთ.
ერთ-ორ
კვირაში
მოგაკითხავთ
და
მაშინ
მოგიტანთ.
–
გმადლობთ,
–
ჩაილაპარაკა
თოთხმეტი
წლის
ვიოლეტმა.
ვინც
გოგონას
კარგად
იცნობდა,
მიხვდებოდა,
რომ
მას
ბატონი
პოს
სიტყვები
არც
გაუგონია,
რადგან
თმა
უკან
გადაეწია
და
ბაფთით
შეეკრა.
ვიოლეტს
გამომგონებლური
ტვინი
ჰქონდა
და
როდესაც
ახალ
გამოგონებებზე
ფიქრობდა,
თმას
სწორედ
ასე
იკრავდა
ხოლმე.
თმის
ასე
გაკეთება
კბილანების,
მავთულებისა
და
თოკების
უკეთ
წარმოდგენაში
ეხმარებოდა,
რომელთაც
ხშირად
იყენებდა
თავის
გამოგონებაში.
–
ვფიქრობ,
ქალაქში
ამდენი
ხნის
ცხოვრების
შემდეგ
სოფლის
გარემო
გესიამოვნებათ,
–
განაგრძობდა
ბატონი
პო,
–
აი,
მოსახვევიც.
თითქმის
მივედით.
–
კარგია,
–
ჩუმად
თქვა
კლაუსმა,
რომელმაც,
როგორც
ბევრ
ადამიანს
ემართება
ხოლმე,
მანქანით
მგზავრობისას
მოიწყინა.
გარდა
ამისა,
იმაზეც
წუხდა,
რომ
წიგნი
არ
ჰქონდა
თან.
კლაუსს
კითხვა
უყვარდა
და
თორმეტი
წლის
ასაკში
იმდენი
წიგნი
წაეკითხა,
რამდენიც
ზოგიერთ
ადამიანს
მთელი
სიცოცხლის
განმავლობაში
არ
წაუკითხავს.
ხანდახან,
ღამღამობით,
კითხვის
დროს
ჩაეძინებოდა
ხოლმე,
ისე
რომ,
დილით
საწოლში
წიგნით
ხელში
და
სათვალემოუხსნელად
მძინარეს
ხედავდნენ.
–
ვფიქრობ,
დოქტორი
მონტგომერიც
მოგეწონებათ,
–
დაამატა
ბატონმა
პომ,
–
ძალიან
ბევრ
ქვეყანაშია
ნამყოფი
და,
შესაბამისად,
მრავალი
საინტერესო
ამბის
მოყოლა
შეუძლია.
ამბობენ,
სახლი
სავსე
აქვს
მოგზაურობებიდან
ჩამოტანილი
ნივთებითო.
–
ბახ!
–
შეჰყვირა
სანიმ.
ნაბოლარა
ბოდლერი
ასეთი
სიტყვებით
მეტყველებდა,