1 ხშირად მიწევს სტუდენტებთან ურთიერთობა. ლექ ციებს ვკითხულობ სხვადასხვა უნივერსიტეტში და სანამ ლექციაზე წავალ, სახლში "ვმეცადინეობ" ხოლმე. ძალიან მიყვარს ველასკესი და მისი ფერ წერა, ამიტომ გადავწყვიტე, სტუდენტებისთვის ლექ ცია სწორედ მასზე წამეკითხა.
უკვე გვიანი საღამო იყო, როდესაც ერთ ძველ წიგნს გადავხედე, რომელიც 20-25 წლის წინ მქონ და დამუშავებული. ჩამოვჯექი სახელოსნოში, და ვიწყე კითხვა და მივადექი იმ ნაწილს, რომელშიც რუბენსი და ველასკესი ერთმანეთს ხვდებიან. რუ ბენსი იმ პერიოდში დიპლომატის ფუნქციას ას რულდებდა ფილიპე IV-ის კარზე და აგვარებდა ურთი ერთობას ფლანდრიას, ინგლისს, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. საოცარი კაცი იყო, არა მხოლოდ დიდი მხატვარი, არამედ დიდი დიპლომატიც, საოცრად გონებაგახსნილი პიროვნება. იმ პერიოდში, როდესაც რუბენსი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა, ველასკესი ახალგაზრდა ბიჭი გახლდათ და ფილიპე IV-ის კარის მხატვარი იყო.
ველასკესს რეტიროს სასახლეში ოთახები ჰქონდა გამოყოფილი სახელოსნოსთვის და სწორედ იქ ეწვია ერთ დღეს რუბენსი. დიპლომატმა თავის მეგობარს უთხრა, რომ მეფე მას ჩარლზ I-თან, ლონდონში, საკმაოდ რთული მისიით აგზავნიდა და შეიძლება ერთმანეთი ვეღარც ენახათ. რუბენსმა თავის ახალგაზრდა მეგობარს უთხრა – არ მინდა ისე წავიდე, რომ შენგან რამე სამახსოვროდ არ დამრჩესო და მეგობრებმა ერთმანეთი დახატეს, ძალიან ემოციური ნაწილია. ვკითხულობ ამას აღტაცებული, წარმოვიდგინე ორი გენიოსი ერთმანეთს როგორ ხატავს. როგორ მოხდა, რომ არ ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ? – ვფიქრობ ჩემთვის, პრადოში რომ მოვხვდები, აუცილებლად მოვიკითხავ ამ სურათების შესახებ. ამასობაში ღამის სამი საათი გახდა, წიგნში სანიშნე ჩავდე და დავიძინე.
მეორე დილით ავიღე წიგნი, ჩანიშნული ადგილი გადავშალე და არაფერი მსგავსი იქ აღარ დამხვდა. რუბენსისა და ველასკესის მეგობრობის შესახებ კი ეწერა, მაგრამ ის, რაც მახსოვდა, რომ წავიკითხე მათი შეხვედრის შესახებ, არა. არადა მართლა ვნახე ეს ყველაფერი, ველასკესს თეთრი ტანსაცმელი ეცვა შავი მოსაცმელით, რუბენსს კი მოშინდისფრო სამოსი. ხომ არ მესიზმრა, ან იქნებ სულაც იქ ვიყავი? არა, აუცილებლად უნდა მოვძებნო ეს სურათები …