ლუდი - 130 ამბავი

რეიტინგი

3.2 / 5

ნახვა

3816

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

გამოსაცემად მოამზადა ვლადიმერ პერანიძემ. წიგნში გამოყენებულია აგრეთვე ლევან ტავლალიშვილის, ნიკა შონიასა და ნიკა ხოფერიას მიერ მომზადებული მასალები ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ამბებს ლუდის შესახებ. ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის საზოგადოებრივ განვითარებასა და მატერიალური კულტურის განვითარებას დაუდო სათავე. ცხოვრების ჩქარი რიტმი, დაძაბული გრაფიკი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი... ნაკლებად გვაძლევს კითხვის შესაძლებლობას. არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს. ეს არის სერია „თან საკითხავი“. დიახ, თან საკითხავი. საკითხავი თანდათანობით, სვენებასვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას. საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში... თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ინფორმაციას აერთიანებს.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-463-46-4
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები168
გამოცემის წელი2017