იტვირთება...

კაზინო „როიალი“

იან ფლემინგი

2013 წელი | მიმოსი
5,311 ნახვა
4.8
(0 რეცენზია /10 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3.4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
იან ფლემინგმა თავისი პირველი რომანის, „კაზინო „როიალის“ ხელნაწერი 1952 წელს გაუგზავნა პოლ გოლიკოს, რომელსაც “სანდი ტაიმსიდან” იცნობდა, და გოლიკო ბედნიერი იყო ჯეიმს ბონდისთვის პირველი ლიტერატურული შეფასება მიეცა: “წიგნი - ნოკაუტი”.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„კაზინო „როიალის“ დასაწყისშივე პირველად მოგვევლინება ჯეიმს ბონდი. 007-ს ცივი და ულმობელი თვალები აქვს, 1933 წლის „ბენტლის“ ატარებს. სვამს შამპანურს და მშრალ მარტინის, ასევე თავისივე გამოგონილ კოქტეილს - „სამი წილი „გორდონი“, ერთი - არაყი, ნახევარი საწყაო „კინა ლილეტი“, კარგად აურიეთ, ყინული არ დაგავიწყდეთ და ბოლოს ლიმონის სქელი ნაჭერი დაუმატეთ“. ბონდი „მორლანდის“ სიგარეტებს ეწევა (სპეციალური ბალკანური და თურქული თამბაქოს ნაზავი); ატარებს ავტომატურ, ოცდახუთკალიბრიან „ბერეტას“ და მალევე შეხვდება მომხიბვლელ „საღამოს ვარსკვლავს“, ლინდს, რომელსაც აცვია შავი ხავერდის კაბა, უბრალო და ბრწყინვალე. იან ფლემინგის პირველმა ბიოგრაფმა, ჯონ პირსონმა 1952 წლის 15 იანვარი დაასახელა ჯეიმს ბონდის დაბადების დღედ, და ამასთან განაცხადა, რომ „კაზინო „როიალი“ 18 მარტს დამთავრდა, ან უფრო ადრეც კი. იმავე წლის ორშაბათს, 24 მარტს იან ფლემინგმა ენ როზერმერი შეირთო ცოლად და ხშირად ხუმრობდა, - იმიტომ დავწერე „კაზინო „როიალი“, რომ საკუთარი შეხედულება გამომეთქვა კარსმომდგარ ქორწინებაზეო. სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაზვერვაში სამსახურის შემდეგ იმის იმედით წერდა ჯაშუშის ამბავს, რომ რეალობაში არსებული ყველანაირი ჯაშუშური ისტორია მოეშორებინა თავიდან. ორმოცდასამი წლის იყო და ცოლის შერთვას აპირებდა. მისი ამბიცია და გამოცდილება ჯეიმს ბონდის შექმნის მომენტში გაერთიანდა. საკუთარი თავი დაიჯილდოვა, შეკვეთით გამზადებული საწერი მანქანა შეიძინა – მოოქროვილი მეტალით რომ იყო დაფარული. კარგა ხანს აყოვნებდა, სანამ მორცხვად წარუდგენდა რომანს თავის მეგობარს, უილიამ პლომერს, შესანიშნავ პოეტსა და გამომცემლობა Jonathan Cape Ltd-ის რედაქტორს. პლომერმა მაშინვე შეაფასა რომანის ღირსება და წიგნი ჯონათან კეიპმა შეიძინა. იან ფლემინგმა უშუალო გავლენა იქონია გარეკანის პროექტზე და იგი ისე აღწერა, როგორც “ბრწყინვალე სიმეტრიისა და აბსოლუტური სიბრძნის” ნაირსახეობა. მან ხელნაწერი გაუგზავნა პოლ გოლიკოს, რომელსაც „სანდი ტაიმსიდან“ იცნობდა, და გოლიკო ბედნიერი იყო ჯეიმს ბონდისთვის პირველი ლიტერატურული შეფასება მიეცა: „წიგნი - ნოკაუტი“.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
კაზინო „როიალი“
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
ანი მოსულიშვილი
კატეგორია:
დეტექტივი
ნახვები:
5311
რეიტინგი:
4,8
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(10) რეცენზია
4.8
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [9]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]