იტვირთება...

ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას - გაძევებულნი

ჯეიმზ ჯოისი

2012 წელი | არტანუჯი
4,332 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ 1916 წელს გამოქვეყნდა. ჯოისის ამ ნაწარმოებს მალე გამოუჩნდნენ დამფასებლები. „ეს დიდი ლიტერატურაა“ – ასეთი იყო ჰერბერტ უელსის აზრი მაშინ ჯერ კიდევ ფართო სა­ზოგადოებისათვის უცნობი მწერლის რომანზე, ხოლო ამერიკელმა პოეტმა, მოდერნიზმის მეტრად მიჩნეულმა ეზრა პაუნდმა, ფრანგ მთარგმნელს – ლუდმილა ბლოშ სავიცკაიას, რომელიც რომელიღაც ინგლისური რომანის თარგმნას აპირებდა, ის წიგნი ხელიდან გამოსტაცა, ხელში „პორტრეტი“ შეაჩეჩა და უთხრა: „თქვენ უნდა თარგმნოთ ჯოისის წიგნი და თანაც ახლავე. ამის ბადალი არაფერია დღევანდელ მსოფლიო ლიტერატურაში და ცოტა რამ მეგულება წარსულში“. ჯოისის ერთადერთი პიესა „გაძევებულნი“, რომელიც 1914-1915 წლებში დაიწერა, მოგვითხრობს ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, მწერალ რიჩარდ რაუენის რთულ ურთიერთობებზე მის ცოლთან – ბერტასთან, სიყრმის მეგობართან – რობერტ ჰენდთან და ახალგაზრდობისდროინდელ შთაგონებასთან – ბეატრიჩე ჯასტისთან. კლასიკური სამკუთხედი აქ ოთხკუთხედითაა შეცვლილი. რაუენი ცდილობს განთავისუფლდეს დრომოჭმული მორალური პირობითობებისგან. ამ ფონზე ჯოისი იკვლევს ადამიანის ღირსების და თავისუფლების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ჯეიმზ ჯოისის ეს ორი ნაწარმოები – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და „გაძევებულნი“ დაიწერა მის ორ უმნიშვნელოვანეს წიგნს – „დუბლინელებსა“ და „ულისეს“ შორის.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-421-80-8
სათაური:
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას - გაძევებულნი
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
გია ბერაძე
გვერდები:
442
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
4332
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [2]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]