იტვირთება...

ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა

მიხო მოსულიშვილი

2013 წელი | მიმოსი
5,338 ნახვა
4.8
(0 რეცენზია /6 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მიხო მოსულიშვილის ერთმოქმედებიანი მითო-რიტუალური პიესა "ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა" ჟანრობრივად ფსიქოდრამაა. კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ასპარეზად არსთა გამრიგეს სწორედ ვაჟა აურჩევია, უკვე ეს სტრიქონებიც უთქმევინებია: "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა"-ო და ჩვენ ამ პიესიდან გავიგებთ, ვაჟა-ფშაველა უფსკრულს აირჩევს თუ პირიმზეს... პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა" არის მითო-რიტუალური პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად ფსიქოდრამა, დაწერილი 2011-2013 წლებში მიხო მოსულიშვილის მიერ, რომელიც მოგვითხრობს გენიალური ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშველას ცხოვრებაზე. მოქმედების დრო, - 1915 წლის 17 ივნისიდან 27 ივლისის 19.00 საათამდე, - ეს არის ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის ბოლო დღეები. მოქმედების ადგილი წარმოადგენს ტფილისის წმინდა ნინოს სამხედრო ლაზარეთს, პალატას ოფიცრების განყოფილებაში, მეოთხე სართულზე, სადაც ლაშარის ხატის წმინდა მუხაც დგას. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ ვაჟა-ფშველას რეალობა და წარმოსახვა ერთ მთლიანობაში არის წარმოდგენლი. თუკი, ერთის მხრივ, ავადმყოფ ვაჟასთან ახლობლები (მათ შორის, ნიკო ფიროსმანაშვილი) და მედდები არიან, მეორე მხრივ სამძიმარი (ქაჯის ქალი, ყელ-ღილიანი და ოქროს თმა-ქოშიანი, ხახმატის ჯვრის, იგივე ხახმატის წმინდა გიორგის მიერ ქაჯეთიდან წამოყვანილი და მისი მოდე. შეიძლება, უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, როგორც წაწალი) გამოეცხადება ვაჟას და ცდილობს, ქაჯავეთში წაიყვანოს, რასაც ხელს უშლიან მინანი (სულის მატირალი, ქადაგი ქალი) და ბერი გიორგი (მუხის ანგელოზი, ცას აბია ოქროს შიბით (თოკის კიბით) და თიბავს კიდეც). კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ასპარეზად არსთა გამრიგეს სწორედ ვაჟა აურჩევია, უკვე ეს სტრიქონებიც უთქმევინებია: "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა" და ჩვენ ამ პიესიდან გავიგებთ, ვაჟა-ფშაველა უფსკრულს აირჩევს თუ პირიმზეს...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
კატეგორია:
დრამატურგია
ნახვები:
5338
რეიტინგი:
4,8
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(6) რეცენზია
4.8
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [5]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]