იტვირთება...

წერილები, ესეები შოთა რუსთაველსა და ,,ვეფხისტყაოსანზე"

შალვა ბერიანიძე

2016 წელი | შალვა
7,484 ნახვა
4.55
(0 რეცენზია /7 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნიდან 850-ე საიუბილეო წელი აღინიშნება. ამ თარიღს აღნიშნავენ არა მარტო საქართველოში, არამედ გამოხმაურება აქვს მსოფლიო კულტურულ სივრცეში. ამაზე მეტყველებს ,,ვეფხისტყაოსნისადმი’’ მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმაც (ლიტერატურული სალონი ,,ლაკმუსი") თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა დიდ საქმეში და წინამდებარე ბუკლეტით კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება და მარადიული ფასეულობა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი: ირინე მანიჟაშვილი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
საქართველო რუსთაველის ქვეყანაა და რუსთაველი არის მთავარი ავტორი საქართველოსიო... ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მეტაფორაა. ავტორი, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა (ზოგიერთ ენაზე რამდენიმე თარგმანია შესრულებული, როგორც პროზაული, ისე პოეტური), გამოცემულია უამრავ ქვეყანაში, ნამდვილად გახლავთ ჩვენი კულტურის სავიზიტო ბარათი. რუსთაველის პოემა და მასში დასმული პრობლემები მარადიულია. მის სიდიადეს ვერაფერი შეეხება...პირიქით, სწორედ იმითაა იგი უკვდავი, რომ ყოველდღიურად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მისით დაინტერესებულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, უყვართ, აფასებენ და სწავლობენ მას, სწავლობენ მისგან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ქმედითად ეხმიანება პოემა მსოფლიო ლიტერატურის მხატვრულ-ესთეტიკურ სააზროვნო სისტემას. ,,ვეფხისტყაოსანი’’ ჩვენი ერის ამაღლებული იდეალების ყველაზე სრულყოფილი გამოხატულებაა. იგი არ არის მხოლოდ პოემა, ესაა პოეზიაში გამოვლენილი ქართული სული, ქართული აზრი, ქართული მსოფლაღქმა. ვაჟას თქმით -,,რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო -იგივე ,,ვეფხისტყაოსანი’’. შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად აიკინძა ეს პატარა ბროშურა, სადაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების კვლევები და მოსაზრებებია წარმოდგენილი აღნიშნული პოემის ირგვლივ (შ.ბერიანიძე, თ.რიჟამაძე, ნ.ლაბაძე, თ.ერემეიშვილი, ა.ბაჩუკაშვილი, ა.სამუშია , გ.კახიშვილი). მათთვის, როგორც თანამედროვე მკითხველისათვის, არ არის ადვილი რუსთაველისაკენ მიმავალი ურთულესი გზის გავლა და მისი პოეტური მემკვიდრეობის აღქმა... მით უფრო, რომ მისგან გვყოფს დრო, კულტურათა სხვაობა, განსხვავებული მხატვრული წარმოდგენები და გემოვნებები... მიუხედავათ ამისა, ახალგაზრდა ავტორები მაინც წვდებიან იმ დიდ სიბრძნეებსა და მხატვრულ ღირებულებებს, რითაც გამოირჩევა აღნიშნული პოემა. პროექტის ავტორი გახლავთ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, მედიის სკოლის მე–2 კურსის სტუდენტი შალვა ბერიანიძე, რომელიც თავად გახლავთ წილნაყარი პოეზიასთან. ბევრი ლამაზი ლექსის ავტორი, იმედია, მომავალშიც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეს გაგვხდის კეთილი ადამიანების დახმარებით. აღნიშნული პროექტის წამოწყებასა და განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობს უნივერსიტეტის რექტორს ბატონ -თეიმურაზ ქორიძეს. განსაკუთრებული მადლობა მას აღნიშნულ საქმეში გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. ასევე, გულითადი მადლობა ლიტარატურულ სალონს -,,ლაკმუსი’’ და საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას . ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი: ხატია შევარდნაძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-22-911-4
სათაური:
წერილები, ესეები შოთა რუსთაველსა და ,,ვეფხისტყაოსანზე"
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
გვერდები:
40
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
7484
რეიტინგი:
4,55
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(7) რეცენზია
4.55
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [5]
  • 4
    [1]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]