იტვირთება...

წარმატების 7 სულიერი კანონი

დიპაკ ჩოპრა

11,010 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /31 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
13.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რამოდენიმე სიტყვა "თვითშეცნობის ახალი წყარო"-სგან გამარჯობა მეგობარო. ძალიან მიხარია რომ გადაწყვიტე ამ წიგნის წაკითხვა. სანამ საქმეზე გადავალთ მინდა მოგიყვე როგორ გაჩნდა ამ წიგნის თარგმნის იდეა და რა არის "თვითშეცნობის ახალი წყარო" 2017 თუ 18 წელს, ზუსტად აღარ მახსოვს. იძულებული ვიყავი თავი დამენებებინა საყვარელი საქმისთვის (ქსელური მარკეტინგი), რომელიც მიყვარდა. ეს გავაკეთე კოლექტივის გამო. ძალიან დამწყდა გული, მაგრმა სხვა გზა არ იყო. დიდ ხანს ვფიქრობდი რა მეკეთებინა, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. საკუთარ თავს ვეძებდი, ასე ვთქვათ... და გადავწყვიტე ღონისძიებებზე სიარული. ასე გავიდა ერთი წელი, სანამ ერთ ღონისძიებაზე ერთმა გოგომ პრეტენზია გამოხატა იმის გამო,რომ საქართველოში არ არის ბიზნესის და პიროვნული ზრდის ლიტერატურა. მე ამ დროს გამეღიმა და გულში ვთქვი, რომ ეს მე უნდა გავაკეთო, რადგან ისედაც ძალიან მიყვარს ეგ თემა. საბედნიეროდ, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცოდი ტერმინოლოგია, იქიდან რომ მქონდა წაკითხული „ინტელექტიკას“ ლიტერატურა. და მაგ დროს გავიფიქრე. „აი როგორ იწერება ეს“, თვითონაც არ ვიცი რატომ. მერე იმაზეც ვიფიქრე, რომ ეს ბრენდად უნდა ვაქციო და რამე ლამაზი სახელი უნდა მოვუფიქრო. მაგაზეც დიდხანს ვფიქრობდი და სრულიად მოულოდნელად მოვიფიქრე სახელი „თვითშეცნობის ახალი წყარო“. ამ პროექტში იქნება დროთა განვალობაში აბსოლიუტურად ყველა წიგნი ქართულ ენაზე. შეკვეთებსაც მივიღებ. და არა მარტო წიგნი, იქნება ასევე ტრენინგები და კონსულტაციები, როგორც ერთჯერადი ასევე მრავალჯერადი. ასე რომ დარჩი ჩემთან ერთად, წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება. წიგნის ბოლოს წერია ჩემი ინსტაგრამი და ტიკ ტოკი, ასე რომ, როცა ბოლოში მიხვალ გამოიწერე, ოღონდ ახლავე არ გადახვიდე, თორემ მთელ მუღამს დაკარგავ. მაგრამ საქმე კარგად ვერ წავიდა და წინ ვერ წავედი. და წელს (2022) იანვარში მირეკავენ და მატყობინებენ რომ ჩემი წიგნები გაიყიდა სოლიდურ თანხაში და გადავწყვიტე სერიოზულად მოვკიდო ხელი ჩემს მიტოვებულ პროექტს. აი ასეთი ისტორიაა ჩემოძვირფასო მკიხველო. ახლა კი, შევუდგეთ... დიპაკ ჩოპრა „წარმატების 7 სულიერი კანონი“-ს მოკლე აღწერა: ეს წიგნი არის შენი გზამკვლელი შენი ოცნების ცხოვრებისაკენ. ასე რომ ყურადღებით წაიკითხე და დანერგე ყველაფერი, ამით იცხოვრე, თორემ არაფერი გამოგივა. 1. წმინდა პოტენციალურობის კანონი. ეს ნიშნავს რომ თუ მოვლენის შეცვლა არ შეგვიძლია, მაშინ მივიღოთ ყველაფერი ისე როგორც არის. თუ რამე არ გამოგვდის კიდევ ვცადოთ ხელახლა, და უკვე ახალი ფურცლიდან. წინა შემთხვევისგან განსხვავებით სწორედ ვიმოქმედოთ და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დავუშვათ. თუკი, ჩვენს გაბრაზებას ცდილობენ არ მივაქციოთ ყურადღება და ცეცხლი თავისთავად ჩაქრება. 2. გაჩუქების კანონი:როცა ნახავ ნაცნობ ადამიანს აჩუქე მას შენი დადებითი ემოციები და როცა ხედავ უცნობ ადამიანს უბრალოდ გულში კარგად ყოფნა უსურვე. 3.კარმის კანონი:თითოეული ჩვენი მოქდებება უნდა იყოს შესაბამისი ჩვენი მიზნებისთვის. ჩვენ კი უაზროდ ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას. როცა რამეს აკეთბ, ჰკითხე საკუთარ თავს, რისთვის აკეთებ იმას რასაც აკეთებ, და როგორი შედეგი მოჰყვება? 4.ნაკლები ძალისხმევის კანონი:თუ დააკვირდები, ბუნებაში ყველაფერი თავისთავად ხდება. ყვავილი ისე იზრდება რომ არ ხარჯავს არავითარ ძალისხმევას, წვიმა უბრალოდ მოდის, მზე უბრალდო და მარტივად ანათებს, და რა გვიშლის ადამიანებს ხელს, რომ უბრალოდ ვაკეთოთ ის რაც ბუნებრივად ღმერთმა ჩადო ჩვენში...? 5.ზრახვისა და სურვილის კანონი: ჯერ ზრახვა უნდა იყოს, და მერე ზრახვას მოჰყვება სურვილი. ანუ არ ფიქრობ რა შედეგი იქნება, შენ ტოტალურად ხარ აწმყოში და აწმყოს ენერგიით კვებავ საკუთარ თავს და ეს ენერგია გკვებას შენ და შენ ადვილად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევ იმას რაც გსურს. 6.არ მიჯაჭვულობის კანონი: გაუშვი ყველაფერი, ნუ ფიქრობ კარგად გამოდგის თუ ცუდად, ეს ფიქრები არ გაგაკეთებინებს გასაკეთებელს, ამ ეტაპზე მაგაზე ნუ იფიქრებ, გათიშე ტვინი, როცა საჭირო იქნება მაშინ ჩართავ... იფიქრებ როცა უკვე გააკეთებ. 7.დჰარმის კანონი: დანიშნულების კანონი - როცა დავიცავთ ყველა ამ კანონს ავტომატიურად იგრძნობ მას და იქნები უზომოდ ბედნიერი, რითი ვარ მე სასარგებლო სხვებისთვის. როდესაც გააცნობიერებ ამ ყველაფერს მაშინ დაიწყება შენი სულიერი, ჭეშმარიტად ბედნიერი გზა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს წიგნი დაგეხმარება შენი ახალი ოცნების ცხოვრების შექმნაში. თუ შენ, შენი ძველი ცხოვრება ამოგივიდა ყელში, და რამის, თუნდაც პატარას, შეცვლა გინდა - მაშინ, მაგ წიგნის ქართული ვერსია სწორედ შენთვის შეიქმნა. და იმისათვის, რომ შენს ცხოვრებაში რამე ცვლილება მოხდეს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა აიღო 100% პასუხიმგებლობა. სხვანაირად არაფერი გამოგივა. წიგნი იყოფა ორ ნაწილად. თეორია და პრაქტიკა. თუ შენ უბრალოდ კითხვა გაქვს განზრახული მაშინ გირჩევ ეხლავე დაანებო თავი კითხვას, რადგან მარტო კითხვა არაფერს არ შეცვლის შენს ცხოვრებაში. მარტო კითხვა თუ გინდა იკითხე მხატვრული ლიტერატურა და გაერთე შენთვის. მაგ წიგნის ქართული ვარიანტი სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ ზუსტად შენ, ქართველ ადამიანს, შეგეძლოს შენი ცხოვრების შეცვლა წარმატების 7 სულიერი კანონების დახმარებით. მაგ წიგნის დახმარებით შენ ახალი ცხოვრებას დაიწყებ, თუ, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით მიუდგები და გულიანად მიუდგები ყველაფერს, რაც ამ წიგნში წერია, თუ არა და საკუთარ თავს ნუ მოატყუებ. წიგნის კითხვის წესები. ეს წიგნი უნდა წაიკითხო ნელა. იმიტომ რომ, ეს ისეთი წიგნია რომ კითხვის დროს გარკვეულ შეგრძნებას გამოიწვევს შენს ორგანიზმში. ეს დაკავშირებულია არაცნობიერთან. როცა იგრძნობ რამეს გაჩერდი. გააკეთე ფოკუსი იმ შეგრძნებაზე. და მხოლოდ მაშინ გააგრძელე კითხვა, როცა იგრძნობ რომ მზად ხარ კითხვისთვის. მხოლოდ მაგის შემდეგ გააგრძელე კითხვა. თორემ შედეგი არ გექნება. შენ ხომ, პრინციპი ზუსტად მაგიტომ კითხულობ მაგ წიგნს რომ შენს ცხოვრებაში ცვლილებები განახორციელო. მაგრამ თავად წიგნს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. მას მხოლოს გზის ჩვენება შეუძლია. ასე რომ ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჭების გადადგა შენ მოგიწევს. გისურვებ წარმატებას. მე მჯერა შენ შეგიძლია - დაიჯერე შენს. მაშ ასე, ჩემო ძვირფასო მეგობარო. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
წარმატების 7 სულიერი კანონი
ავტორი:
გამოცემის თარიღი:
2017
თარგმანი:
ქართული
მთარგმნელი:
ალექსანდრე ოგანეზოვი
გვერდები:
100
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
11010
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(31) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [23]
  • 4
    [5]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [2]