იტვირთება...

გორგალი

ოთარ ბიწაძე

9,377 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ნოველის მთავარი პერსონაჟი რედაქციის საბეჭდი განყოფილების ახალგაზრდა მუშაკია, მისი მბეჭდავური ცხოვრება, პროფესიისათვის სამაგალითო რუდუნებითა და მორჩილებით შესრულებული, თუ შესასრულებელი მოვალეობათა რიგია. ესაა მექანიზმი, რომელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე დაბადებს წინააღმდეგობას. ტრაგედიის ბოლოს იკვეთება მთავარი სათქმელი, მთავარი წუხილი იმისა, თუ როგორ უხმაუროდ კვდებიან ადამიანები, როგორც კი ისინი იწყებენ ბრძოლას, იწყებენ ძახილს. ნოველა სავსეა მხატვრული ხერხებითა და მინიშნებებით, როგორებიცაა უსახელოდ დარჩენილი ქალაქი, რომელიც იმგვარადაა მოხსენიებული ტექსტში, რომ მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევია მოვლენათა მასშტაბურობა, იმ რეალობისათვის, რომელშიდაც მოყოლილია ამბავი, მდგომარეობის სიმძაფრის უკეთესად შეგრძნებისათვის პატარა პროვინციაში შეჭრილი უზარმაზარი მდინარე და მისთანანი...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ნოველის წაკითხვის შემდეგ წასაკითხი, ავტორისაგან: დიმიტრი ნიკალაევიჩ არკადიოვი პროვინციული ქალაქის სარედაქციო განყოფილების მბეჭდავია, როგორც მისი ცოლი ნოველაშივე აღნიშნავს ერთგან, დიმიტრი არაა მოძრაობა, დიმიტრი ესაა დგომა მოძრაობაში, დიმიტრი ფაქტიურად არცაა ადამიანი, იგი არ ქმნის, იგი არ იბრძვის თავისუფლებისთვის, არ იბრძვის სიყვარულისთვის, მისი ცხოვრება გაცილებით ნაკლებია ვიდრე ცხოვრება ადამიანისა, რომელმაც თუნდაც რაღაცით მაინც დაიმსახურა სიცოცხლე. მთელი არსებობა მისი სავსეა იმ უბრალო მოვალეობებით, რომლებიც მორჩილების გარდა არავითარ საზრუნავს არ მოითხოვს მისგან. დიმიტრი ნიკალაევიჩ არკადიოვი არის კაცი, რომელსაც იმ კვირის გაზეთის მიტანაც არ ავიწყდება სახლში, როცა ეუბნებიან რომ მამამისი უნდა მოკვდეს. ფაქტი იმისა, რომ სერგეი ბესარიონოვიჩი დიმიტრის ნამდვილი მშობელი არცაა თითქოს ანგელინას აზრით უნდა აადვილებდეს კიდევაც ყველაფერს. ყველაფერი არაა სიკვდილი, ყველაფერი არის მორჩილება, ყველაფერი არის თავისუფლება, რომელიც არასდროს დაბადებულა უბრალო მბეჭდავის გონებაში და რომელიც ისე დაიბადება რომ თავად დიმიტრიც ვერ შეამჩნევს ამას. ანგელინას, რომელსაც ფეხის ხმაზე ჰყავს შესწავლილი ჩვენი გმირი, ბესარიონოვიჩის სიკვდილი არც უნდა, არსად არ ჩნდება ეს მოტივი მისი, ანგელინას ერთადერთი სურვილი ესაა მოაწყოს გამოცდა საკუთარი ძალაუფლების წინაშე. თავისუფლება უსასრულოდ არ დამალავს თავს, რადგან ადამიანში არის პოტენციალი ბრძოლის, შეუგუებლობის, დაუმარცხებლობის... დავალება, რომელიც ნებისმიერ ფასად არ შესრულდება ძალაა მთავარი გმირისა, იგი არ აღმოჩნდება სუსტი, მისი სისუსტე სინამდვილეში გამბედაობაა, სინამდვილეში ხმაა. ყველაფერი ეს მოიტანს იმას, რომ დიმიტრი ნიკალაევიჩი მოკვდება და მოკვდება ისე, როგორც კვდებიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ ბრძოლას, რომლებიც მარტოები რჩებიან ამ ბრძოლაში, ნიკალაევიჩიც მარტოსულად მოკვდება და რაც მთავარია მოკვდება შეუმჩნევლად, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგებს ამას. ნოველის დასასრულის სიმშრალე სევდაა, უკვალოდ დაკარგული სიცოცხლისა. სიკვდილს, რომელსაც უნდა მოყოლოდა ხმაური, მოყვება სიჩუმე, რადგან კაცმა რომ თქვას ჩვენი გმირი არც წასულა არსად, სხვა თვალი სხვაგვარად აეხილა, შეუმჩნევლად აფრინდა ღამეში ჩამჯდარი ბუდიდან.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
გორგალი
ავტორი:
გამოცემის თარიღი:
2016
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
9377
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]