იტვირთება...

სტრატაგემები

სექსტუს იულიუს ფრონტინუსი

2016 წელი | დათვი
2,361 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მკითხველის წინაშეა ცნობილი რომაელი ავტორის, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემების" პირველი ქართულენოვანი თარგმანი. „სტრატაგემები" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყაროა ანტიკური ისტორიის, განსაკუთრებით კი სამხედრო ისტორიის შესასწავლად და ის აუცილებლად უნდა იყოს სამხედრო ისტორიის მოყვარული ყველა ადამიანის ბიბლიოთეკაში. მასში გაერთიანებულია იმ დროში არსებული ისტორიული თხზულებებიდან ამოკრებული ნაწყვეტები. ფრონტინუსს შესანიშნავად აქვს ორგანიზებული თავისი ნაწარმოები. ის ყოფს მას ცალკეულ თავებად და ცდილობს კონკრეტული სახის საველე თუ საალყო ტაქტიკური ხერხის შესახებ არსებული ისტორიული ფრაგმენტები ერთად მოაქციოს. ეს თავის მხრივ, მკითხველს უადვილებს თავისთვის საინტერესო ფაქტების მოძიებას. ტექსტი არის მსუბუქად საკითხავი და ადვილად აღსაქმელი. „სტრატაგემები" განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის, ყველასათვის ვისაც აინტერესებს სამხედრო საქმე, ანტიკური ისტორია, ლიტერატურა და ცნობილ ისტორიულ პერსონაჟთა ბიოგრაფიები. წიგნს თან ერთვის შესავალი და დეტალური სამეცნიერო კომენტარები. (პირველად, მცირე ტირაჟით გამოიცა თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროგრამა „ლოგოსის" ფარგლებში, 2017). მთარგმნელთა ჯგუფი: ნიკა ხოფერია, ლევან ტავლალაშვილი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მკითხველის წინაშეა ცნობილი რომაელი ავტორის, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემების" პირველი ქართულენოვანი თარგმანი. „სტრატაგემები" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყაროა ანტიკური ისტორიის, განსაკუთრებით კი სამხედრო ისტორიის შესასწავლად. მასში გაერთიანებულია იმ დროში არსებული ისტორიული თხზულებებიდან ამოკრებული ნაწყვეტები. ფრონტინუსს შესანიშნავად აქვს ორგანიზებული თავისი ნაწარმოები. ის ყოფს მას ცალკეულ თავებად და ცდილობს კონკრეტული სახის საველე თუ საალყო ტაქტიკური ხერხის შესახებ არსებული ისტორიული ფრაგმენტები ერთად მოაქციოს. ეს თავის მხრივ, მკითხველს უადვილებს თავისთვის საინტერესო ფაქტების მოძიებას. ტექსტი არის მსუბუქად საკითხავი და ადვილად აღსაქმელი. ჩვენი თარგმანი ეყრდნობა Loeb Classical Library-ს სერიის 1925 წლის გამოცემას Sextus Julius Frontinus, Stratagems, Aqueducts of Rome, translated by Charles E Bennett (London; Hew York, 1925). ეს გამოცემა საუკეთესოდ ითვლება „სტრატაგემების" გამოცემებს შორის. მასში მოცემულია როგორც ორიგინალი, ლათინური ტექსტი, ასევე პარალელურად - ბრწყინვალე ინგლისური თარგმანიც. ჩვენეულ თარგმანს შევადარეთ „სტრატაგემების" ა. რანოვიჩის რუსული თარგმანიც - А. Ранович, "Стратегемы (военные хитрости). Введение", Вестник Древней Истории, №1, 1946. ზოგჯერ ინგლისური და რუსული თარგმანები გარკვეულწილად განსხვავდებოდა კიდეც ერთმანეთისაგან. რუსული თარგმანი ხშირად კარგავს დეტალებს, რომელიც ინგლისურ ვერსიაში არაა ამოღებული, თუმცა „სტრატაგემების" ძირითადი იდეა კარგად არის გადმოტანილი. „სტრატაგემები" განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის, ყველასათვის ვისაც აინტერესებს სამხედრო საქმე, ანტიკური ისტორია, ლიტერატურა და ცნობილ ისტორიულ პერსონაჟთა ბიოგრაფიები. წიგნს თან ერთვის შესავალი და დეტალური სამეცნიერო კომენტარები. მთარგმნელთა ჯგუფი: ნიკა ხოფერია, ლევან ტავლალაშვილი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სტრატაგემები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
მთარგმნელი:
მთარგმნელთა ჯგუფი
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
2361
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]