იტვირთება...

ნუ განსჯი

ლირა ჩრდილელი

8,627 ნახვა
4.65
(0 რეცენზია /12 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნში შემავალი სამივე რომანი დღევანდელ რეალობას ასახავს და ფაქტიურად ერთმანეთის გაგრძელებაა. მათში აღწერილი გმირები თბილისში ცხოვრობენ, კარგად იცნობენ ერთმენეთს, საკმაოდ შეძლებულნი არიან, მაგრამ არაკომფორტულად გრძნობენ თავს ირგვლივ გამეფებული უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, როცა ქუჩაში უსახლკარო ბავშვები მათხოვრობენ, როცა მოხუცებულებს პენსია საკვებადაც არ ჰყოფნით, ექიმზე, წამალზე და მკურნალობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, როცა უამრავი უმუშევარი და გაჭირვებულია. ისინი შეძლებისამებრ ცდილობენ მათ დახმარებას და მდგომარეობის შემსუბუქებას, ეწევიან ქველმოქმედებას. ყოველივე ეს კი დიდი სიყვარულის ფონზე ხდება, ყოვლისმომცველი და ყველაფრის გადამლახავი სიყვარულის ფონზე, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს სამივე რომანს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წიგნში შემავალი სამივე რომანი დღევანდელ რეალობას ასახავს და ფაქტიურად ერთმანეთის გაგრძელებაა. მათში აღწერილი გმირები თბილისში ცხოვრობენ, კარგად იცნობენ ერთმენეთს, საკმაოდ შეძლებულნი არიან, მაგრამ არაკომფორტულად გრძნობენ თავს ირგვლივ გამეფებული უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, როცა ქუჩაში უსახლკარო ბავშვები მათხოვრობენ, როცა მოხუცებულებს პენსია საკვებადაც არ ჰყოფნით, ექიმზე, წამალზე და მკურნალობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, როცა უამრავი უმუშევარი და გაჭირვებულია. ისინი შეძლებისამებრ ცდილობენ მათ დახმარებას და მდგომარეობის შემსუბუქებას, ეწევიან ქველმოქმედებას. ყოველივე ეს კი, დიდი სიყვარულის ფონზე ხდება, ყოვლისმომცველი, ყოვლისშემძლე და ყოველგვარი წინააღმდეგობის გადამლახავი სიყვარულის ფონზე, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს სამივე რომანს. რომანში “ლილი” აღწერილია წარჩინებული ქალის ცხოვრება, რომელსაც დღემდე არ მოშუშებია ყმაწვილქალობაში ტრაგიკული სიყვარულით მიღებული ტრამვა, არ უფიქრია არც სიყვარულზე, არც გათხოვებაზე. ეწეოდა დიდ ქველმოქმედებას, ეხმარებოდა ახალგაზრდებს და ბავშვებს. უცებ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ორმოცდაორი წლის ასაკში, მაშინ, როცა თავს შინაბერად მიიჩნევდა და სთვლიდა, რომ მარტოობა და უსიყვარულო სიცოცხლე იყო მისი ხვედრი, ბუნებასთან ერთად გაიღვიძა მასში მიძინებულმა გრძნობებმა, გაზაფხულივით აფეთქდა სიყვარული მის გულში და თავდაყირა დააყენა ქალის აქამდე სანიმუშო ცხოვრება. რომანში “ნუ განსჯი...” მკითხველი გაეცნობა მდიდარ გოგოზე უიმედოდ შეყვარებულ, ლამაზ, ნიჭიერ, განათლებულ ბიჭს, რომელიც ძალიან დაჩაგრა ცხოვრებამ. მამა აფხაზეთის ომში დაეღუპა, დედა მძიმედ ჰყავს ავად, თავად კი უმუშევარია. იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ საჭირო ელემენტარული მოთხოვნები დაიკმაყოფილოს, მოუაროს ავადმყოფ დედას და შეუძინოს მედიკამენტები, ის ყველანაირ საქმეზე მიდის და სარისკო ნაბიჯსაც დგამს. და აი, მის ცხოვრებაში აქტიურად ერევა მასზე უზომოდ შეყვარებული ქალიშვილი, მისი ოცნებების და ფანტაზიების ობიექტი და რადიკალურად ცვლის მის ყოფას. რომანი “თემო” პირდაპირი გაგრძელებაა რომანისა “ნუ განსჯი...”. ტრაგიკული წარსულის მქონე, განათლებული ახალგაზრდა კაცი ძველი სიყვარულის მოგონებებით და დანაშაულის გრძნობით ცხოვრობს. მოულოდნელად ბედნიერმა შემთხვევამ შეახვედრა ქალიშვილთან, რომალმაც თავისი მსგავსებით მის პირველ შეყვარებულთან შოკში ჩააგდო და ახალ, ძლიერ სიყვარულს აზიარა. ამ რომანის დასაწყისში არის პატარა ნაწყვეტი, სადაც მოთხრობილია მრავალი წლის წინანდელი ამბავი, როგორ გადაარჩინა სიკვდილს უკიდურესად მძიმე ავადმყოფი ახალგაზრდა ქალი, ცნობილმა ექიმმა, ქირურგმა, ბატონმა გუგა კუზანოვმა. ეს ქალი მე გახლდით და ეს პატარა ისტორია, ჩემი ისტორიაა. ამ ამბის აღწერით, მინდოდა პატივი მიმეგო უდიდესი პიროვნების, ბრწყინვალე სპეციალისტის, უკეთილშობილესი ადამიანის, ბატონი გუგა კუზანოვის ხსოვნისადმი. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მისი მსგავსი ფართო სპექტრის დიდი პროფესიონალი ექიმი აღარ შემხვედრია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ნუ განსჯი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
378
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
8627
რეიტინგი:
4,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(12) რეცენზია
4.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [10]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]