იტვირთება...

ესეები გერმანულ ლიტერატურასა და მუსიკაზე

თომას მანი

5,696 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის თომას მანის მდიდარი ესეისტური მემკვიდრეობიდან შევარჩიეთ გერმანული ლიტერატურისა და მუსიკისადმი მიძღვნილი ესეები. მისთვის ჩვეული ანტითეზური აზროვნებით მწერალი ცდილობს ჩაწვდეს შემოქმედის რთულ და წინააღმდეგობრივ ბუნებას, უკავშირებს რა ხელოვანის აზრებსა და მოღვაწეობას ისეთ დაპირისპირებულ ცნებებს, როგორიცაა მარტოობა და სოციალობა, შიდა- და გარესამყარო, ავადმყოფობა და სიჯანსაღე, ბუნება და გონი, მორალი და ცხოვრება, - რადგან მხოლოდ ამ ცნებათა ერთიანობაშია შესაძლებელი ცხოვრებისეული სიმართლის შეცნობა. წიგნში შესული ესეები ამის საუკეთესო ნიმუშებია. წიგნში შეტანილი ესეები, გარდა იმისა, რომ ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განლაგებული, ისინი ასახავენ გერმანული ლიტერატურის განვითარების ტენდენციას, და საერთოდ, გერმანიის წვლილს ევროპულ კულტურაში. თომას მანის ესეები გერმანული ლიტერატურის შესახებ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც „ევროპული გერმანულად“, რითაც ის უპირისპირდება „გერმანულ ევროპას“. და რამ განაპირობა ამ „ლიტერატურულ ზღვაში“ „მუსიკალური კუნძულის“ არსებობა ვაგნერის შემოქმედების სახით? როცა თომას მანი მე-19 საუკუნის მონუმენტურ ლიტერატურულ ხელოვნებაზე ლაპარაკობს, და ასახელებს ინგლისელ, ფრანგ, რუს რომანისტებს - დიკენსს, თეკერეის, ბალზაკს, ზოლას, ტოლსტოის, დოსტოევსკის; როცა ხაზს უსვამს იმ ევროპულ გავლენას, ევროპულ წარმომადგენლობას, რაც სოციალურ-პანორამული რომანის ამ შემქმნელთა სახელებში იმალება, ასეთივე მასშტაბის გავლენას გერმანიის შემთხვევაში თომას მანი ხედავს არა საზოგადოების ლიტერატურული კრიტიკის სფეროში, არამედ მუსიკაში. მისი აზრით გერმანიის წვლილი მე-19 საუკუნის ევროპულ კულტურაში არის არა ლიტერატურული, არამედ მუსიკალური. და ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ვაგნერის შემოქმედებას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ესეები გერმანულ ლიტერატურასა და მუსიკაზე
ავტორი:
გამოცემის თარიღი:
2016
მთარგმნელი:
რუსუდან ღვინეპაძე
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
5696
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]