იტვირთება...

რეკლამა და პრომაცია. ნაწილი IV

ჯორჯ ბელჩი მაიკლ ბელჩი

2013 წელი | დიოგენე
780 ნახვა
0
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6.25
ყიდვა
ანოტაცია
ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. ავტორები დარგის ცნობილი სპეციალისტები არიან, მოღვაწეობენ სან-დიეგოს უნივერსიტეტში და სხვადასხვა კომპანიას კონსულტაციებსაც უწევენ, რაც წიგნის აგებულებასა და შინაარსზეც აისახა. წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების - რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის - წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს. ამ ნაწილებში აღწერილია როგორც ბიზნესის, ისე რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიების მუშაობა; შესაძლებელი ხდება თეორიული დებულებების პრაქტიკაში გამოყენების (თუ არგამოყენების) შედეგების აღქმა და გაანალიზება. წიგნის თარგმანზე მუშაობდნენ ხ. ბასილაშვილი, მ. გოგოლაძე, მ. კეკელიძე, მ. კვესელავა, ხ. მაისაშვილი, თ. წილოსანი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია 4 ნაწილისგან შედგება. მეოთხე ნაწილში 4 თავია შესული. მე-18 თავში განვიხილავთ ინტერგირებული მარკეტინგული კომუნიკაციების პროგრამის სხვადასხვა ელემენტის ეფექტიანობის გაზომვის მეთოდებსა და ხერხებს, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებებისა და კამპანიების წინასწარი და შემდგომი ტესტირების მეთოდს. მეშვიდე ნაწილში თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ თანამედროვე მარკეტინგისთვის ძალიან მნიშვნელოვან სპეციალიზებულ ბაზრებს, მათთან დაკავშირებულ საკითხებს, თემებსა და ხედვებს. მე-19 თავში ვიკვლევთ გლობალურ ბაზარს, რეკლამასა და პრომოციული მიქსის სხვა ცვლადების, როგორებიცაა გაყიდვის პრომოცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინტერნეტი, როლს საერთაშორისო მარკეტინგში. წიგნის დასკვნით ნაწილში მოცემულია იმ მარეგულირებელი, სოციალური და ეკონომიკური გარემოს განხილვა, რომელშიც რეკლამა და პრომოცია მოქმედებენ. მე-20 თავი მოგითხრობთ დარგის თვითრეგულირებისა და სამთავრობო სააგენტოების მიერ (ვაჭრობის ფედერალური კომისია) რეკლამის რეგულირების შესახებ, ასევე იმ წესებსა და მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც მართავს გაყიდვის პრომოციას, პირდაპირ მარკეტინგსა და ინტერნეტმარკეტინგს. ვინაიდან რეკლამის როლი საზოგადოებაში მუდმივად იცვლება, ჩვენი განხილვა სრულყოფილად ვერ ჩაითვლება ამ სფეროს შესახებ ხშირად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გაანალიზების გარეშე, ამიტომ წიგნის 21-ეთავი მთლიანად რეკლამისა და პრომოციის სოციალურ, ეთიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს დავუთმეთ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-11-438-0
სათაური:
რეკლამა და პრომაცია. ნაწილი IV
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
ხ. ბასილაშვილი, მ. გოგოლაძე
გვერდები:
205
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
780
რეიტინგი:
0
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
0
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]