რუსული დღიური
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
8462
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჯონ სტაინბეკი
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჯონ სტაინბეკმა, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ამერიკელმა მწერალმა, ცივი ომის პერიოდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. სტაინბეკმა და კაპამ 1947 წელს ორი თვე დაჰყვეს საბჭოთა კავშირში და მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველოს ქალაქები. „რუსული დღიური“ ამ მოგზაურობას აღწერს. მწერალი გულახდილად მოგვითხრობს თავის შთაბეჭდილებებსა და იმ მიზანზე, რომელიც მოგზაურობას საფუძვლად დაედო. იმხანად, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ჟურნალ-გაზეთები ბევრს წერდნენ საბჭოთა კავშირზე, თურმე ამერიკელ მკითხველს არავინ უყვებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ამბებს და არც მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები იბეჭდებოდა სადმე. სტაინბეკსა და კაპას სურდათ ამერიკელებისთვის ეჩვენებინათ, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში უბრალო ადამიანები – რას ჭამდნენ, როგორ ეცვათ, როგორ ერთობოდნენ, როგორ კვდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ... წიგნი ილუსტრირებულია რობერტ კაპას ფოტოებით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები