იტვირთება...

ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი

გრიგოლ რობაქიძე

2015 წელი | არტანუჯი
3,110 ნახვა
0
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მწერალი ემოციური არსებაა, მასზე ღრმად ზემოქმედებენ ძლიერი ადამიანები. როგორც სრულიად უცნობი ლამაზი ქალი ააფორიაქებს მწერლის სულს და უმშვენიერეს ლექსებს დააწერინებს, ასევე იწვევს ძლიერი პიროვნება შემოქმედის აღგზნებას. უჩენს სურვილს ხოტბის შესხმის. გრიგოლ რობაქიძეც აჰყვა ცდუნებას, როცა „ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ დაწერა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ღირსეული თუ უღირსი ადამიანებით წარსულშიაც ხშირად აღტაცებულა მწერლობა. დღესაც ხდება ეს და მომავალშიც მოხდება. დამაფიქრებელი სხვა რამ არის. გრიგოლ რობაქიძემ იშვიათი შორსმჭვრეტელობით დაინახა ბოლშევიზმის არსი. ამოხსნა მისი მოქმედების მექანიზმი. მაგრამ ვერ მოახერხა ასეთივე ძალით ჩასწვდომოდა ფაშიზმსა და ნაციზმს. ეს მისდამი კეთილად განწყობილ ადამიანებს აკვირვებდა. ახსნას უძებნიდნენ. მაგალითად, ნიკოლაუს ზომბარტი ფიქრობდა, რომ ჰიტლერში გრიგოლ რობაქიძე რუსი ბოლშევიკ-კომუნისტებისაგან დამონებული საქართველოს ჰიპოთეტურ გამათავისუფლებელს ხედავდა და ამან გამოიწვიაო ავადსახსენებელი ესეის დაწერა. დასაშვებია ეს აზრი სიმართლის გარკვეულ დოზას შეიცავდეს. მაგრამ არის კიდევ რაღაც სხვა „ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ დაწერის საფუძველი, რომლის გასაღებს თავად იძლევა... ლენინშიც, სტალინშიც, ჰიტლერშიც, მუსოლინიშიც მას იპყრობდა პიროვნება უშუალოდ, მის შუაგულში აღებული. ამ კუთხით ისინი მართლაც მეტად საინტერესონი არიან. ამიტომ ოთხივეს მიმართ გამოხატა გრიგოლ რობაქიძემ თავისი დამოკიდებულება. (აკაკი ბაქრაძე) მთარგმნელები: მანანა კვატაია, დალი კოკაია-ფანჯიკიძე, ნანა გოგოლაშვილი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-445-45-3
სათაური:
ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
მთარგმნელი:
მანანა კვატაია
გვერდები:
176
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
3110
რეიტინგი:
0
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
0
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]