იტვირთება...

საყურე

გიორგი კეკელიძე

2015 წელი | პალიტრა L
2,769 ნახვა
3
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
საქმე ლაშა კალანდიას წინააღმდეგ. ისეც ხდება, დილაობით პირში კორსიზის მაგვარი გემო და გულისრევის შეგრძნება ჩვეულებად რომ გექცევა, მწეველი თუ ხარ, მით უმეტეს. არადა, უკვე ადექი, აბაზანაში, სარკესთან დგახარ, საკუთარ თავს დაჭრილი ვან დამის სახით უყურებ და წინადღის ამბებს იხსენებ. ყველაფერი კბილის პასტის ტუბის თავსახურის მოხსნით იწყება. არარსებულ, ან შემთხვევით თვალშევლებულ დეტალებს ერთმანეთთან აკავშირებ, ერთ დიდ სისულელეს აგებ, თანაც, საშინლად რეალურს. ჯაგრისის მექანიკური ამოქმედება ახალი ცხოვრების დაწყების გეგმას გაწვდის, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წამს – აბაზანიდან გამოსვლამდე ასწრებ, გეზიზღებოდეს შენი სამსახურიც, დანაზოგის სიმცირეც, მისი გამოხვრის საშიშროებაც, ცხოვრების წესიცა და საკუთარი თავიც. თუმცა, პირსახოცით სარკიდან მომზირალ დაჭრილ ვან დამს უმშრალებ სახეს, ჰოდა, აბა, თავს როგორ მოიკლავ? მაგ დროს ისევ ის ბეჩავი ხარ, სამსახურში რომ უნდა წახვიდე, გუშინ ხომ დარეკე და უთხარი, ხვალ გამოვალო?! თავის მოკვლას ერთი დღე არ ჰყოფნის. აი, გაივლის კვირანახევარი და განწყობა შეგეცვლება, აღარც ის გაგახსენდება, რომ ერთხანს სუიციდის საუნდტრეკად მენდელსონის მარშიც კი დაგეგმე, თუმცა, არც იმდენად გაგიტევია, არ გცოდნოდა, დროს რომ წელავდი იქამდე, სანამ უკეთესი გასართობი მოგაფიქრდებოდა. გაყიდვების მენეჯერ ლაშა კალანდიაზე ამბობენ, „ძაან ნაგლი და სამაუვერენიაო“, ლიტერატურამ იცის ეგრე, ალბათ სადმე პოსტერსაც წააწყდებოდა – Intelligence is Sexy. ჰოდა, იმასაც იფიქრებდა, კი, ბატონო, ამაზე მაღლა ვდგავარ, მაგრამ რატომაც არაო, და ოფისის გორგოლაჭიან სკამზე მჯდომი თვითკმაყოფილებით ორჯერ ჩამოისვამდა ცერა თითს ცხვირზე.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
საყურე
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
კატეგორია:
დეტექტივი
ნახვები:
2769
რეიტინგი:
3
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
3
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [1]