პირადი წერილები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
7103
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
კონსტანტინე გამსახურდია
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თიურა ვაშაძე-ბიბილურმა. „...ეს რა დამჩემდა‚ – წერს ერთგან კონსტანტინე გამსახურდია რებეკა ვაშაძეს, საყვარელ ქალსა და პირველ მეუღლეს, – მინდა ყველაფერზე გესაუბრო“... ასე გადადიოდა ყოველდღიური ფიქრები‚ განცდები თუ შთაბეჭდილებები ქაღალდზე და მოედინებოდა ბარათები პეტერბურგიდან, მოსკოვიდან‚ კენიგსბერგიდან, ლაიფციგიდან‚ ბერლინიდან‚ ჟენევიდან‚ მატარებლიდან‚ სადგურიდან‚ ტყვეთა ბანაკიდან. მწერლის წერილებისთვის წლებს დაღი დაუსვამს. ზოგი გაცრეცილა, შუაზე გადახეულა, დანაწევრებულა, ზოგი სულაც გადაშლილა და ნაწერი მხოლოდ აქა-იქ იკითხება, მაგრამ წერილებს თანამიმდევრობით თუ დავალაგებთ, ხელთ გვექნება ბარათებით მონათხრობი კონსტანტინე გამსახურდიას ავტობიოგრაფიული რომანის მნიშვნელოვანი ფრაგმენტი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები