იტვირთება...
ასომთავრულის მისტიკა
იაკობ ბიწაძე

ასომთავრულის მისტიკა

იაკობ ბიწაძე

2015 წელი | Technobank of Georgia
8,711 ნახვა
4.65
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ასომთავრულის საიდუმლოს იმდენი ამომხსნელი გამოუჩნდა ბოლო დროს, რომ ეს თემა უკვე მობეზრდა საზოგადოებას. ათასგვარი ფანტასმაგორია დაიწერა ამ თემაზე, მაგრამ ავტორთა უმეტესობამ არათუ რამე საიდუმლო ამოხსნა - ისიც კი ვერ გაარკვია დაახლოებით რა საიდუმლო უნდა ეძია ასმოთავრულის საშუალებით. ძველი ქართული სიმბოლოებით აღწერილი კალენდრები თუ პრიმიტიული კოსმოლოგიური ლეგენდები კი არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს. წარმოდგენილ წიგნში კი ყველაზე მეცნიერულად და ლოგიკურად განმარტებულია თუ რატომ ჩათვალა იოანე ზოსიმემ ასომთავრული "ლაზარედ", და კონკრეტულად რა საიდუმლო ცოდნის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ ასომთავრულის ასო-ნიშნები... ასევე ნაჩვენებია, რომ ასომთავრულის სიმბოლოებს დაახლოებით მსგავსი, მაგრამ უფრო ღრმა შინაარსი ჰქონდათ ვიდრე სკანდინავიურ რუნებს ან ჩინურ ჰექსაგრამებს...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
“გამოცხადების” ან ბიბლიის კითხვის დროს ბევრს უჩნდება შეკითხვა: ვინ არის ეს გოგი მაგოგის ქვეყნიდან? არსებობდა კი ასეთი ქვეყანა და თუ კი – განეკუთვნებოდა იგი რომელიმე ცნობილ ცივილიზაციას თუ თვითონ იყო ისეთივე ორიგინალური სამყარო როგორც მაგალითად ბაბილონი ან შუმერი? მაგრამ დამაჯერებელი პასუხი ამ შეკითხვებზე არ არსებობს არც ენციკლოპედებში, არც სამეცნიერო გამოკვლევებში და არც სასულიერო პირთა ქადაგებებში. ეს წიგნი კი მოგვითხრობს თითქმის ყველა ეპოქალურ მოვლენას გოგის და მაგოგის ქვეყნის ისტორიიდან. მაგრამ, ავტორის მტკიცებით, მაგოგი არის არა ქვეყნის სახელწოდება, არამედ უძველესი ტაოს ბოლო მეფეების ტიტულის აბრევიატურა. და იგი აღნიშნავს - მახვილი არსაგისა განრიგთა და ომთა გამრიგე. არსაგი – ტაოს ერთ-ერთი მთავარი ღმერთის სახელია. დამატებითი ტიტული მახვილი არსაგისა –ტაოს მეფეებმა მიიღეს რელიგიური რეფორმის შედეგად. მანამდე ისინი იწოდებოდნენ უბრალოდ გოგ – გ-ანრიგთა და ო-მთა გ-ამრიგე. იეზეკილის წინასწარმეტყველებებში გოგს ეწოდება მეშეხის და თუბალის მთავარი. მეშეხი და თუბალი ნოეს ერთ-ერთი შვილის იაფეტის შვილების სახელებიცაა, მაგრამ როგორც გეოგრაფიული ტერმინები ეს სიტყვები ქართულ ტოპონიმებს აღნიშნავენ. ბევრი მეცნიერი ამტკიცებს რომ მეშეხი ეს არის მესხეთი, თუბალი - ტომთა გაერთიანება მესხეთის მეზობლად, რომლებსაც ანტიკურ ხანაში ტაბალების სახელით იცნობდნენ. მაგრამ ასეთი გეორგრაფიული განსაზღვრულობის მიუხედავად, მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს მაგოგის ქვეყნის ისტორიის პერიპეტიები. სხვა ცივილიზაციებისაგან განსხვავებით უძველეს ტაოს მცხოვრებლებმა არ დატოვეს დამწერლობის ძეგლები. მაგრამ მიუხედავად ამისა წიგნის ავტორი ამტკიცებს რომ ზუსტად ტაოელებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი ანბანი და აბრევიატურებიც კი. წერილობით წყაროების არარსებობის მიუხედავად, ავტორმა სიტყვების ევოლუციის ლინგვისტური ანალიზის შედეგად შეძლო გაეშიფრა ტაოს ისტორიის ზოგიერთი ეპოქალური მოვლენა. პარალელურად გამოყენებული იყო ხალხური თქმულებები თუ ლეგენდები, რომლებიც ისტორიულ წყაროებად არ მიიჩნევა, მაგრამ ეს არ ამცირებს ამ წიგნის სამეცნიერო დონეს. ავტორი სრულიად მეცნიერულად ამტკიცებს, რომ ბევრი ლეგენდა რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მაგალითად ამ წიგნში მტკიცდება, რომ პრომეთე (იგივე ამირანი) რეალური პიროვნება იყო, რომელმაც პირველად მოიფიქრა, რომ რკინა “მზის ქვასთან” კვარცთან ერთად გაეჭედათ. ასეთი ტექნოლოგიით მიიღება ფოლადი, რომელიც ხახუნის დროს ნაპერწკლებს ჰყრის. ამ ეფექტს ლამის მე-20 საუკუნემდე გამოიყენებდნენ ცეცხლის დასანთებად. ამირანის შესახებ კი შეთხზეს ლეგენდა რომ თითქოს მან ღმერთებს მოსტაცა ცეცხლი და ადამიანებს აჩუქა. ამ წიგნში ასევე წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ცნობები ატლანტიდის და სხვა უძველესი ცივილიზაციების შესახებ! ასე რომ ეს წიგნი საინტერესო იქნება არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ ასევე მკითხველთა ფართო წრეებისათვის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ასომთავრულის მისტიკა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
კატეგორია:
რელიგია
ნახვები:
8711
რეიტინგი:
4,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
4.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]