იტვირთება...

მონანიება (კრიმინალის წერილები)

უცნობი

2014 წელი | უცნობი
17,672 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /19 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გრძელი გზა უშეცდომოდ ჰქონდეს განვლილი. ვერავინ იტყვის, რომ მას სხვებთან შედარებით ნაკლები შეცდომა დაეშვას. არ არსებობს ცხოვრება შეცდომების გარეშე და მხოლოდ ის განსხვავება არსებობს ადამიანთა შორის, რომ ზოგს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, ზოგსაც კი ძალიან ბევრი. ჩემი მიზანია, ამ წიგნის საშუალებით ბევრს ავუხილო თვალები. მხედველობაში მყავს ადამიანთა ის კატეგორია, რომლებიც თავს არაკაცური საქციელით იწონებენ. ცუდს აკეთებენ და კარგი ჰგონიათ. კანონს არღვევენ და თავი ვაჟკაცებად მოაქვთ, ბილწსიტყვაობენ და ამით ამაყობენ კიდეც. კაცობა არ ნიშნავს არც ქურდობას, არც კაცის კვლასა და არც ბილწსიტყვაობას. ნუ ცდილობთ მიბაძოთ არაკაცს, რომელსაც თავი ყველაზე დიდ კაცად მოაქვს. დღეს გამეფებულ ამ არაჯანსაღ გარემოში, სადაც პატიოსნებასა და სულიერ სიწმინდეს ფასი დაკარგვია, ძალზედ ძნელია იყო ადამიანი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს წიგნი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.ასეთი ვიყავი.დღეს რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ და ეს არ გახლავთ მხოლოდ ასაკის დამსახურება.ცხოვრებამ ბევრი სიურპრიზი შემომთავაზა და სწორედ რომ ამ ცხოვრებისეული გამოწვევების ანალიზმა მომცა საშუალება გარდავქმნილიყავი ადამიანად.ადამიანობაა, როცა ადამიანებს არ ანსხვავებ კანის ფერის,ეროვნების,რელიგიური მრწამსის,პარტიული ნიშნისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით.სიცოცხლე წამიერია, რომელიც წლები გრძელდება.და ეს სიცოცხლე ადამიანმა ადამიანურად უნდა განვლოს.ყველასა და ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.რომ არ იყოს ბოროტება, ვერ დავინახავთ სიკეთეს. რომ არ იყოს სიკვდილი,ვერ დავაფასებთ სიცოცხლეს.არასოდეს არ უნდა გაიღმერთო თავი,რადგანაც არ არსებულისაკენ სწრაფვა არარაობისაკენ მიგაქანებთ.ვარ რამოდენიმე წიგნისა და ლექსების კრებულის ავტორი.წიგნი " მონანიება"55 წლის ასაკში დავწერე.ჩემს შვილებს ვუმალავ ამ წიგნის არსებობას, რადგანაც სულ სხვა ადამიანს დამინახავენ მასში.და თუ მაინც ისინი გაიგებენ ამ წიგნის არსებობის შესახებ და ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე გაეცნობიან მის შინაარსს,იმედია გამიგებენ,რადგანაც ეს ყველაფერი მათ დაბადებამდე მოხდა და ყოველთვის ვცდილობდი, რომ კარგი მამობა გამეწია მათთვის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მონანიება (კრიმინალის წერილები)
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
145
კატეგორია:
სათავგადასავლო
ნახვები:
17672
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(19) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [15]
  • 4
    [4]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]