იტვირთება...

დანგრეული კედლის ჩრდილში

ზურაბ აბაშიძე

3,178 ნახვა
4
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ასეთი წიგნის დაწერა იოლი საქმეა. მასში აღწერილი მოვლენები დ აფაქტები ჩვენ თვალწინ, რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა; როგორც იტყვიან, სულ ახლახანს. საკმარისია მოგონებები დაალაგო, შესაბამის ლიტერატურასა და ვებ გვერდებში ჩაიხედო, მერე ყველაფერ ამას "მარილი" და "წიწაკა" მოაყარო და წიგნიც მზად არის. თუ რა გამოვიდა ამისგან, უკვე მკითხველის შესაფასებელია. 2009 წელს გამოვეცი წიგნი "ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?",რომელშიც განხილული იყო "ცივი ომის" ეპოქა. ამჟამად კი საუბარი გვექნება 1990-იან წლებზე. ეს ისტორიის უნიკალური მონაკვეთია. 45-წლიანი "ცივი ომის" შემდეგ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. "ცივი ომის" სიმბოლო – ბერლინისკედელი – დაინგრა. კაცობრიობამ თავი დააღწია დიდ დაპირისპირებას, მაგრამ წარსულის ინერცია და ფსიქოლოგია წლების მანძილზე ახდენდა(და დღემდე ახდენს) გავლენას ახალი, არაკონფრონტაციული მსოფლიოს მშენებლობაზე. ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მწერალმა გიუნტერ გრასმა, სწორედ 1990-იან წლებში თქვა: "ბერლინის კედელი დაინგრა, მაგრამ მისი ჩრდილი კვლავ ეფინება მსოფლიოს". საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში 1990-იანი წლები იმით არის განსაკუთრებული, რომ სწორედ მაშინ აღიდგინა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა. ახალი სახელმწიფოს მშენებლობაც იმ წლებში დაიწყო, მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში. ამ გარემოებების გარდა, 1990-იანი წლები სხვა ფაქტორებითა დამოვლენებითაც იყო უნიკალური უახლეს ისტორიაში. ვცდილობთ, ზოგი რამ მათ შესახებაც მოვუთხროთ მკითხველს. ამ წიგნის ადრესატი უმთავრესად ის თაობაა, რომელიც 1990-იან წლებში,ან უკვე XXI საუკუნეში მოევლინა სამყაროს. წიგნში ნაკლებად ვეხებით იმ პერიოდის საქართველოს,რადგან ამ თემის ირგვლივ დიდძალი ლიტერატურა არსებობს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. ჩვენი ყურადღების საგანია მსოფლიოში და ჩვენ ირგვლივ მომხდარი მთავარი მოვლენები, რომლებიც ქართულ წყაროებში ნაკლებად არის გაშუქებული.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ასეთი წიგნის დაწერა იოლი საქმეა. მასში აღწერილი მოვლენები და ფაქტები ჩვენ თვალწინ, რაღაც 15-20 წლის წინ ხდებოდა; როგორც იტყვიან, სულ ახლახანს. საკმარისია მოგონებები დაალაგო, შესაბამის ლიტერატურასა და ვებ გვერდებში ჩაიხედო, მერე ყველაფერ ამას "მარილი" და "წიწაკა" მოაყარო და წიგნიც მზად არის. თუ რა გამოვიდა ამისგან, უკვე მკითხველის შესაფასებელია. 2009 წელს გამოვეცი წიგნი "ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?",რომელშიც განხილული იყო "ცივი ომის" ეპოქა. ამჟამად კი საუბარი გვექნება 1990-იან წლებზე. ეს ისტორიის უნიკალური მონაკვეთია. 45-წლიანი "ცივი ომის" შემდეგ, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. "ცივი ომის" სიმბოლო – ბერლინისკედელი – დაინგრა. კაცობრიობამ თავი დააღწია დიდ დაპირისპირებას, მაგრამ წარსულის ინერცია და ფსიქოლოგია წლების მანძილზე ახდენდა(და დღემდე ახდენს) გავლენას ახალი, არაკონფრონტაციული მსოფლიოს მშენებლობაზე. ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მწერალმა გიუნტერ გრასმა, სწორედ 1990-იან წლებში თქვა: "ბერლინის კედელი დაინგრა, მაგრამ მისი ჩრდილი კვლავ ეფინება მსოფლიოს". საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში 1990-იანი წლები იმით არის განსაკუთრებული, რომ სწორედ მაშინ აღიდგინა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა. ახალი სახელმწიფოს მშენებლობაც იმ წლებში დაიწყო, მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში. ამ გარემოებების გარდა, 1990-იანი წლები სხვა ფაქტორებითა დამოვლენებითაც იყო უნიკალური უახლეს ისტორიაში. ვცდილობთ, ზოგი რამ მათ შესახებაც მოვუთხროთ მკითხველს. ამ წიგნის ადრესატი უმთავრესად ის თაობაა, რომელიც 1990-იან წლებში,ან უკვე XXI საუკუნეში მოევლინა სამყაროს. წიგნში ნაკლებად ვეხებით იმ პერიოდის საქართველოს,რადგან ამ თემის ირგვლივ დიდძალი ლიტერატურა არსებობს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. ჩვენი ყურადღების საგანია მსოფლიოში და ჩვენ ირგვლივ მომხდარი მთავარი მოვლენები, რომლებიც ქართულ წყაროებში ნაკლებად არის გაშუქებული.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-15-781-3
სათაური:
დანგრეული კედლის ჩრდილში
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
332
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
3178
რეიტინგი:
4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]