იტვირთება...

სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები

ხორხე ლუის ბორხესი

2014 წელი | ,,პროფილი+''
8,960 ნახვა
4
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0.99
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ხორხე ლუის ბორხესი(1899–1986) არგენტინელი პროზაიკოსი, პოეტი და ესეისტი. ლათინურ–ამერიკული პოეზიის ავანგარდისტული მიმდინარეობის ერთ–ერთი სულისჩამდგმელი.(წიგნები: ,,ბუენოს–აირესის პაპანაქება’’, ,,მთვარის მეორე მხარე’’, ,,სხვა, ისევ იგივე’’, ,,წყვდიადის ქება’’, ,,ვეფხვების ოქრო’’ და ა.შ.) ნოველის ჟანრის აღიარებული ოსტატი. მისი მოთხრობები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, სადაც ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს ფანტასტიკური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ეპიკური საწყისები(,,ალეფი’’, ,,შემოქმედი’’, ,,სიკვდილი და კომპასი’’). ბორხესი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. განსაკუთრებით მის პროზაულ შემოქმდებას ჰქონდა მასშტაბური რეზონანსი არა მარტო ესპანურენოვან ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში.ბორხესი იყო სორბონის, ოქსფორდის და კოლუმბიის უნივერსიტეტების დოქტორი ,,ჰონორის კაუზა’’. არაერთი ლიტერატურული პრემიის, ტიტულისა და ჯილდოს დამსახურებული მფლობელი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებების გაცნობის შესაძლებლობა უმრავლესობას 1984 წლიდან მოგვეცა, მაშინ, როცა რუსულად ითარგმნა და გამოიცა მწერლის პროზაული ნაწარმოებების ორი კრებული; მისი ბრწყინვალე მოთხრობები და ესეები იმთავითვე განხილვისა და განსჯის საგანი გახდა, მაგრამ ის , რომ ბორხესი ამავე დროს განსხვავებული ხელწერის შესანიშნავი პოეტიც იყო, მისი ტალანტის ბევრმა დამფასებელმა ჯერ კიდევ არ იცოდა. უმეტესობამ ისიც არ იცოდა, რომ არგენტინის ლიტერატურულ წრეებში ბორხესი 1923 წელს გამოცემული ლექსების კრებულით გახდა ცნობილი და აღიარებაც ამ კრებულმა მოუტანა. 24 წლის დამწყები მწერლის პირველ პოეტურ კრებულს –,,ბუენოს–აირესის პაპანაქება’’ – არაერთი აღფრთოვანებული წერილით გამოეხმაურა იმ დროინდელი პუბლიკა; შემდგომ იყო 1926 და 1929 წლების პოეტური ნაწარმოებები. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი რამდენიმე ათწლეული ძირითადად პროზის ჟანრში მუშაობდა, სიცოცხლის ბოლო პერიოდში ისევ პოეზიას მიუბრუნდა და 1960 წლიდან 1985 წლის ჩათვლით ათი პოეტური კრებული გამოაქვეყნა. ეს თარგმანი არის პირველი მცდელობა, რომ ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნოს ბორხესის ლექსებს (თუმცა რომელია ლექსი და რომელი – მინიატიურა, თავად მკითხველმა გაარჩიოს...) და უკეთ გაერკვეს მწერლის პოეტურ გამოცდილებასა და შესაძლებლობებში, ზღვარზე პოეზიის (,,ფერმკრთალი სტილის’’ ვერლიბრი, რასაც ახასიათებს უამრავი თავისებურება; ესა თუ ის ეპიზოდი შეიძლება, განმეორდეს ლექსიდან ლექსამდე, წიგნიდან წიგნამდე) და პროზის ( მოკლე მინიატიურები, გამოკვეთილი რიტმული ნახატებით, გულმოდგინედ შერჩეული სიტყვებით, რომლებშიც თუმცა არაფერი არ არის აუცილებელი, მაინც ყველაფერი საჭიროა...). მოკლედ, ბორხესის პოეზია 2002 წლამდე ჩემთვისაც უცხო ხილი იყო ; ,,ინოსტრანნაია ლიტერატურას’’ მე–12 ნომერში პირველად წავიკითხე ბორხესის ლექსები;(მთარგმნელი ანდრეი შეტნიკოვი); გადავწყვიტე, მეთარგმნა, რადგან მივიჩნიე, რომ სიახლესთან ერთად მოულოდნელი და საინტერესოც იქნებოდა პროფესიონალი ლიტერატორებისთვის და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულთათვის ბორხესის პოეზიის გაცნობა. მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ეს თარგმანები ბორხესის პოეზიის განსაკუთრებული მოწონებისა და სიყვარულის შედეგია...ამ გენიალური ადამიანისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ამგვარი პოეტური ხელწერა და ავანგარდიზმი ნაკლებად მხიბლავს, თუმცა წარმოდგენილი ლექსების განსხვავებული ფორმა და მწერლის აზროვნების თავისებურება, მას სხვა ავტორებისგანგამოარჩევს და ამით ხდება საინტერესო და მიმზიდველი... თუ არ ვცდები, პლატონი ამბობს, რომ წინასწარმეტყველებისა და მისნების მსგავსად, პოეტები სიბრძნით კიარ ქმნიან ლექსებს, არამედ ერთგვარი ,,ღვთიური სიშმაგის ‘’ წყალობით... შეიძლება, ეს აზრი გარკვეულწილად სამართლიანიც და გასათვალისწინებელიც იყოს ზოგადად პოეზიის შეფასებისას, მაგრამ ბორხესთან მიმართებაში ნამდვილად უსაფუძვლოა...მის პოეზიას წარმართავს ,,რაციო’’ – გონება, რაღაცნაირი თანდაყოლილი სიდინჯე და იდუმალი ემოცია, უსინათლო ბრძენკაცის უფაქიზესი შეგრძნებები,ასოციაციები, ღრმა და მასშტაბური აზროვნება, გასაოცარი ინტელექტი; ბორხესის ხელში ნებისმიერი ნივთი, ფაქტი, მოვლენა, ერთი სიტყვით, ყველაფერი ადამიანური – პოეტურია და პოეზიის საგანი, პოეტური სივრცის განუყოფელი და აუცილებელი შემადგენელი ნაწილი... 1969 წელს გამოცემული პოეტური კრებულის (,,წყვდიადის ქება’’) წინასიტყვაობაში ბორხესი წერდა: ,, ამ ფურცლებზე ერთმანეთს ენაცვლება(ვფიქრობ, ურთიერთშეთანხმებით) პოეტური და პროზაული ფორმები... ვაცხადებ, რომ მათ შორის განსხვავება შემთხვევითი მგონია. ვისურვებდი, ეს წიგნი წაკითხულიყო, როგორც ლექსების წიგნი’’. მოდით, ჩვენც წავიკითხოთ ეს კრებული, როგორც ლექსების წიგნი. იმედია, სიამოვნებით გავეცნობით და სხვა თვალით შევხედავთ სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეულ მწერალს. ელგუჯა მარღია
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
მთარგმნელი:
ელგუჯა მარღია
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
8960
რეიტინგი:
4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]