ნარგიზა

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

7250

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"„ნარგიზა“ 1974 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, შეიძლება ითქვას, ნიძლავზე ან კიდევ თავდაჯერებული, ავანტიურული შეპირების გამო. 1973 წლის შემოდგომაზე მე და ოთარ წერეთელი რევაზ ლაღიძის ოპერას, „ლელას“ პრემიერას ვესწრებოდით, ანტრაქტის დროს ფოიეში კომპოზიტორის ქალიშვილი ლელა ლაღიძე და მისი მეგობარი ნარგიზა გარდაფხაძე შემოგვხვდნენ. ნარგიზა მოწყენილი ჩანდა. შევეკითხე: „რა იყო, ნარგიზ, პირისახე იმიტომ ხომ არ ჩამოგტირის, მამაშენმა ოპერა რომ არ მოგიძღვნა?“ (კარლო გარდაფხაძე საქართველოში მაშინ არსებულ ერთადერთ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა) და დავძინე: „შემიძლია დაგენიძლავო, რომ ერთ თვეში ოთარი და მე ოპერას დაგიწერთ და, ბუნებრივია, „ნარგიზას“ დავარქმევთ. „ნარგიზა“ საკონცერტო შესრულებით პირველად საზოგადოებას 1974 წლის პირველ მარტს წარვუდგინეთ. მეორედ კვლავ ჩემს დაბადების დღეს, 1976 წლის პირველ მარტს შესრულდა. ამ დროისთვის სიუჟეტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. 2006 წელს ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შესაძლებელი გახდა „ნარგიზას“, ვიტყოდი, კამერული ვარიანტის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. ამის მეტი მუსიკალურ დრამა „ნარგიზას“ ბიოგრაფიაში , დღევანდელ, ანუ გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ მის წიგნად გამოცემის დღემდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.“"

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBNISBN 978-9941-445-40-8
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები78
გამოცემის წელი2013