იტვირთება...

ხეთური დიპლომატია

მაია ღამბაშიძე

4,979 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასირიოლოგიის დეპარტამენტში წლების მანძილზე იკითხება კურსი „წინა აზიის დიპლომატია“. კურსით ინტერესდებიან არა მხოლოდ ასირიოლოგები, არამედ სხვა სპეციალობების სტუდენტებიც. ვცდილობთ გავაცნოთ მათ ძვ.წ. II ათასწლეულში შექმნილი ძველაღმოსავლური დიპლომატიური წყაროები. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ რამდენიმე ხელშეკრულების ტექსტის თარგმანი მოგვეპოვებოდა, რაც სასწავლო პროცესში გვიშლიდა ხელს. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ხეთური წყაროები გვეთარგმნა ქართულად და ხელმისაწვდომი გაგვეხადა მკითხველთათვის. წიგნი გათვალისწინებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასირიოლოგიის სასწავლო პროგრამის ძირითადი და არჩევითი კურსის ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ იგი დააინტერესებს არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ დიპლომატიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა წრეს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
დიდი ხნის მანძილზე ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ რომი და საბერძნეთი ის ქვეყნები იყო, სადაც უნდა წარმოშობილიყო პირველი ისტორიოგრაფიული, სამართლებრივი, ლიტერატურული, მითოლოგიური თუ ეკონომიკური ძეგლები. მაგრამ დადგა მე-XIX-ე საუკუნე და ევროპელი მეცნიერები დაინტერესდნენ ძველი მახლობელი აღმოსავლეთით. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოაჩინა მრავალი ისეთი ფაქტი, რამაც თავდაყირა დააყენა ისტორიკოსთა მოსაზრებანი. პირველ რიგში, ეს იყო ის ლურსმულწარწერიანი თიხის ფირფიტები, რომლებიც უხვად აღმოჩნდა ერაყში, ირანში, სირიასა და თურქეთში. ლურსმული დამწერლობის გაშიფრვის შედეგად დადგინდა, რომ პირველი ისტორიკოსები და ლიტერატორები არა რომაელები და ბერძნები, არამედ, ძველი წინა აზიის ბინადარნი - შუმერები, ასურელები, ხეთები და ხურიტები ყოფილან. თიხის ფირფიტებზე დაწერილი ამბები მოგვითხრობენ ძველი წინა აზიის ხალხთა ისტორიაზე, ყოფა-ცხოვრებასა და ზნე-ჩვეულებაზე. ჩვენს ხელთაა ისტორიული ხასიათის ტექსტები, რომელთაგან მნიშვნელოვანია ე.წ. სამეფო „ანალები“, საერთაშორისო კორესპონდენცია, დიპლომატიური ხელ-შეკრულებები და სხვ. ჩვენდა სასიხარულოდ, აღმოჩენილ ფირფიტებს შორის მეტად საინტერესოდ და მრავლად არის დიპლომატიური შინაარსის ტექსტებიც. საერთაშორისო ხელშეკრულებას დებდა, სავარაუდოდ, ძველი წინა აზიის არაერთი მეფე თავის მეზობელ თუ სხვა სახელმწიფოსთან. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემოგვრჩა ხეთ მეფეთა მიერ დადებული ხელშეკრულებები სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებთან. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ხეთების მიერ დასახლებული ტერიტორია, ანუ, ცენტრალური ანატოლია ითვლებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარად. ხეთებს უხდებოდათ ურთიერთობების „ოთხივ მხრივ“ დარეგულირება. ამის შესახებ წერს ხეთების „ახალი სამეფოს“ ერთ-ერთი გამორჩეული მეფე, ხათუსილი III თავის „აპოლოგიაში“: „ისინი, ვინც ჩემს წინ მეფეები იყვნენ და ვინც (ხათის ქვეყანასთან) კარგ ურთიერთობაში იყო, ჩემს დროსაც კარგ ურთიერთობაში დარჩა. ისინი მიგზავნიდნენ მაცნეებს, მიგზავნიდნენ საჩუქრებს. ასეთი საჩუქრები მამაჩემისთვის და ჩემი წინაპრებისთვის არასდროს არ გამოუგზავნიათ. ის მეფე, რომელიც ვალდებული იყო პატივი ეცა ჩემთვის, პატივს მცემდა. ხოლო მე დავამარცხე მტრის ქვეყნები. მათი მიწა-წყალი ხათის სამეფოს შემოვუერთე. ყველამ, ვინც მამაჩემისა და ჩემი წინაპრების მტერი იყო, ჩემთან მშვიდობა დაამყარა“. ტექსტის ეს ეპიზოდი გვიჩვენებს, რომ ხეთების აზრით, უცხო ქვეყნები ან მათი მტრები იყვნენ ან მეგობრები. ნეიტრალიტეტს ისინი არ სცნობდნენ. ხეთების საგარეო პოლიტიკა, სულერთია, ბრძოლით თუ მშვიდობიანი გზით მიღწეული, ემსახურებოდა მტრულად განწყობილი ქვეყნების შემცირებას. ხეთები ასეთ ქვეყნებს ან თავიანთ ვასალებად აქცევდნენ, ან კიდევ თანასწორად მიიჩნევდ-ნენ. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად დაშორებულები იყვნენ ისინი ხათის სამეფოდან, აგრეთვე, როგორ კულტურულ დონეზე იდგნენ, როგორი სამხედრო შენაერთები და ეკონომიკური ძლიერება ჰქონდათ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9270-4-1
სათაური:
ხეთური დიპლომატია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
გვერდები:
200
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
4979
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]