იტვირთება...

ეშმაკნი I

ფიოდორ დოსტოევსკი

2013 წელი | პალიტრა L
6,075 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
3.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რუსი მწერლის, თედორე დოსტოევსკის რომანი "ეშმაკნი" 1872 წელს გამოიცა. რომანი პოლიტიკური ხასიათისაა და ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რუსი მწერლის, თედორე დოსტოევსკის რომანი "ეშმაკნი" 1872 წელს გამოიცა. რომანი პოლიტიკური ხასიათისაა და ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას. „ეშმაკნის“ ისტორია დიდწილად ეყრდნობა ივანოვის მკვლელობას და მოქცეულია იოანეს გამოცხადების გავლენის ქვეშ. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები — სტეფან და პიოტრ ვერხოვენსკები ნეჩაევსა და ტიმოთეი გრანოვსკის განასახიერებენ. მოქმედება რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში ხდება, ძირითადად სტეფან ტრიფომოვიჩ ვერხოვენსკისა და ვარვარა სტავროგინას მამულებში. სტეფან ტროფიმოვიჩის ვაჟი, პიოტრ ვერხოვენსკი რევოლუციური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ცდილობს იმ არეალში რევოლუციური კავშირის ორგანიზება მოახდინოს. თავისი გეგმის ცენტრალურ პერსონად მიიჩნევს ვარვარა სტავროგინას ვაჟს, ნიკოლაის, რადგან ის ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს ადამიანთა მიმართ სიმპათია არ გააჩნია. ვერხოვენსკი თანდათან აგროვებს შეთქმულებს, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ ფილოსოფოსი შიგალიოვი, თვითმკვლელი კირილოვი და ყოფილი სამხედრო ვირგინსკი. ამავე დროს ის გეგმავს მისადმი და ზოგადად ერთმანეთისადმი ერთგულება გაამყაროს თანაშეთქმულ ივან შატოვის მკვლელობით. ვერხოვენსკი კლავს შატოვს, თუმცა მისი გეგმა ჩაიშალა. იგი გარბის, მის რევოლუციურ დაჯგუფებას კი აპატიმრებენ. რომანის დასასრულს, საკუთარი დანაშაულებით განაწამები ნიკოლაი სტავროგინი თავს იკლავს. «50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ». ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში «კვირისპალიტრის» ამ პროექტს მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორად მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების ნუსხა, რომელიც «პალიტრა მედიამ» რეალურ ბიბლიოთეკად აქცია. ეს წიგნებიც მსოფლიო ლიტერატურის იმ უნიკალური ბიბლიოთეკის ნაწილია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-19-917-2
სათაური:
ეშმაკნი I
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
374
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
6075
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]