იტვირთება...

მცენარეული

ნატა ვარადა

2018 წელი | Varada mudra
1,779 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
არანორმატიული პოეზიის ნიმუშები ასეც შესაძლებელია დავარქვათ ნატა ვარადას ახალ პოეტურ კრებულს „მცენარეულს". წიგნში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. ნატა ვარადა არ ღალატობს საკუთარი წერის მანერასა და სტილს, ის კვლავ მითოლოგიურ ჭრილში, წარმართული ფერებით თანამედროვე ადამიანის ლირიულ ყოვლდღიურ ყოფას აღწერს პოეტური ენით და განწყობით. რატომ არანორმატიული?! სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ავტორი წესების გარეშე წერს და პოეზიას ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე იშინაურებს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
დავიბადე 1978 წელს, ყვარელში. ხუთი წლის სკოლაში მივედი, 16 წლის უნივერსიტეტში, 17 წლიდან ვმუშაობ გამომცემლობაში, ერთი - „ნაკადულში“, სადაც სულ რაღაც ერთი წლით ადრე მუშაობდნენ რეზო ინანიშვილი, გივი ჭიჭინაძე, მერე მეორე გამომცემლობაც არის, მერე კიდევ იუსტიციის სამინისტროს კანონშემოქმედებითი და საგამომცემლო რედაქცია - „საკანონმდებლო მაცნე“. საკანონმდებლო ბაზის ძალაში შესვლა, ამოქმედება, ძალისდაკარგვა და ა.შ. გამოცემული მაქვს წიგნები: „ერთი საათით გვიან“, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება“. „დედის კერძი“, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, „საუნჯე“. „ამებური სიმღერებიდან“ „საუნჯე“. „გამრავლების ტაბულა“, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, „ჩვენი მწერლობა“. ორი წიგნი - „ერთი საათით გვიან“ და დედის კერძი“ ლიტერატურულ კონკურს „საბას“ ნომინანტია. აქედან კი, ერთი - „დედის კერძი“ პროზაა, ხოლო მეორე - „ერთი საათით გვიან“ პოეზია. სამი წიგნის მხატვარი ქრისტინე რობაქიძეა, პოეტური კრებულის „ამებური სიმღერებიდან“ ილუსტრატორი მხატვარი თეო ლეჟავაა, ხოლო „გამრავლების ტაბულის“ ილუსტრაციები თამარ ნიკოლოზიშვილისაა, გარეკანი კი ქრისტინე რობაქიძის. 2017 წელს მივიღე „საგურამოს პრემია“. 2012 წელს დავწერე რადიოპიესა „ფოკუს, მოკუ, ფრრ...“, სადაც ფრანგი პოეტის ფრანსუა ვიიონის ცხოვრებაა მხატვრულად აღწერილი, თუმცა ალეგოლიურად, იმ დროს სამთავრობო დონეზე გამეფებულ უსამართლობასაც არ დავუდე ტოლი. რადიოპიესა 2012 წელს საზოგადოებრივი რადიოს რადიოთეატრის რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა დადგა და მთავარი როლი - ფრანსუა ვიიონი ზურაბ ყიფშიძემ ითამაშა. რადიოპიესა „ფოკუს, მოკუს, ფრრ..“ 2013 წელს გამართულ ხორვატიის რადიოპიესების საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია. ვწერ ისტორიულ რომანს, სადაც ვცდილობ მეც მოვხვდე ანუ პოეტურად ავურევ დროებას.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მცენარეული
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
51
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
1779
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]