იტვირთება...

ანგელარიუმი

რატი ამაღლობელი

2018 წელი | ინტელექტი
2,989 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
კრებულში შემავალი ლექსების უმრავლესობა 10 წლის განმავლობაში, 2006-2016 წლებში იწერებოდა. „წიგნი სტილურად არაერთგვაროვანია. თუმცა, არის რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რაც კრებულში თავმოყრილ ლექსებს აერთიანებს. პირველი: ესაა სურვილი, მცდელობა, თხზვისას, წერისას – ინდივიდუალური, პირადი ხედვის კუთხის იმგვარად გაფართოებისა და გახსნისა, რომ ის ანგელოსებრივამდე ამაღლდეს, ისე, რომ ინდივიდუალური კი არ დაიკარგოს, არამედ ტრანსფორმირდეს, გაეხსნას, გაეშალოს ანგელოსებრივს. მეორე: მათი დანახვა – არა ჩვენი, არამედ მათივე პერსპექტივიდან, შესაბამისად, „ანგელარიუმში“ შესული ყოველი ტექსტი ერთგვარი მცდელობაა, ხშირად ძალისხმევაც – ენის ლანდშაფტებში ისეთი ადგილებისა და მაღლობების მოსაძიებლად, რომლიდანაც ანგელოსები გვზვერავენ ჩვენ და არა ჩვენ – მათ. მესამე: ანგელოსების სამყაროსთან არა მშრალი, თეოლოგიური ცოდნით მიახლება, არა მისი სქემატური მოხელთება სქოლასტური „იარაღებით“ და ამ სქემათა პოეტურ ილუსტრაციებად მოტანა, არამედ ხსენებული სამყაროს პოეზიით აღქმა. პოეზია აქ, შემეცნების განსხვავებულ ფორმას გულისხმობს, ანუ, პოეზია, გაიგება როგორც ანგელოსთა სინამდვილის უშუალო განცდებში, აღქმებში ვარჯიში. რაც უფრო ღრმად ვიხედებით წარსულისაკენ, პოეზიისა და მითოსის კვეთაზე, თვითგამოხატვის ვნებისაგან სრულიად განძარცული პოეზია, თითქოს გამჭვირვალე ფარდაგია, ქსოვილია, რომელიც ღვთაებათა არა მხოლოდ იდეებისა და ცნებების ასპექტებს, არამედ თავად მათი ყოფიერების ხასიათს და მიზნებს ამხელს. „ანგელარიუმიც“ ამგვარი „მხილების“, გამხელის სურვილით იწერებოდა“.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-476-18-1
სათაური:
ანგელარიუმი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
104
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
2989
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]