იტვირთება...

მოხდენილი ნახტომი

რატი ფიფია

2018 წელი | ბექას ფონდი
5,757 ნახვა
5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ეს წიგნად გამოცემული ნოველა 17 წლის ახალგაზრდა კაცს რატი ფიფიას ეკუთვნის. რატის უმცროსი ძმა, ბექა 2018 წლის აპრილიდან ისრაელში ლეიკემიის მწვავე ფორმას მკურნალობს. რატიმ თავისი ლიტერატული დებიუტი წიგნად აქცია და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხებით თავისი წვლილი შეაქვს ბექას სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფონდში. „მოხდენილ ნახტომს“ აკა მორჩილაძის წინასიტყვაობა უძღვის. აი რას წერს ყველასთვის საყვარელი თანამდროვე ქართველი მწერალი: „ეს საქველმოქმედო გამოცემაა. რატის წიგნის ყიდვით მის უმცროს ძამიკოს, პატარა ბექას ვეხმარებით, რომლის მკურნალობასაც ნამდვილად სჭირდება ბევრი ადამიანის თანადგომა. ამ მოთხრობის გამოცემით რატიმ ის გაიღო, რაც მას, ჩვიდემტი წლისას, გააჩნია, რაც მხოლოდ მისია, მისგან მომდინარეობს და მისსავე სულთანაა ჩაბმული - ეს პირადი, ძვირფასი, იმედიანი სამყაროა. ამ იმედსა და სიკეთისა და თანადგომის სურვილს კი მთების გადაგორება შეუძლია“. ბექას სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად შექმნილია „ბექას ფონდი“ (GE96TB7060336080100007) მოქმედებს ინტერნეტგადახდის სპეციალური საშუალება (http://donate.4beka.ge/) , მუშაობს სპეციალური სატელეფონო ნომერი ნებისმიერი ოპერატორიდან (0 901 901 996) - შეგიძლიათ მათი მეშვეობითაც მიეხმაროთ ბექას და რატის. გამოცემას რატი ფიფიას წინასიტყვაობაც ახლავს, რომელსაც აღელვების გარეშე ბოლომდე ვერ ჩაიკითხავთ: გამარჯობა, რადგან ამ სიტყვებს კითხულობთ, ესე იგი, „ბექას ფონდისთვის“ ჩემი მოთხრობა შეგიძენიათ და დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. მე რატი ფიფია ვარ, 17 წლის. ეს მოთხრობა - „მოხდენილი ნახტომი“, ერთი წლის წინ დავწერე, ისე უბრალოდ, ჩემთვის. ალბათ ისე, როგორც ეს ბევრ თქვენთაგანს გაუკეთებია, როცა ჩემხელა, ან ცოტა პატარა, ან ცოტა დიდი იყო.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს წიგნად გამოცემული ნოველა 17 წლის ახალგაზრდა კაცს რატი ფიფიას ეკუთვნის. რატის უმცროსი ძმა, ბექა 2018 წლის აპრილიდან ისრაელში ლეიკემიის მწვავე ფორმას მკურნალობს. რატიმ თავისი ლიტერატული დებიუტი წიგნად აქცია და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხებით თავისი წვლილი შეაქვს ბექას სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფონდში. „მოხდენილ ნახტომს“ აკა მორჩილაძის წინასიტყვაობა უძღვის. აი რას წერს ყველასთვის საყვარელი თანამდროვე ქართველი მწერალი: „ეს საქველმოქმედო გამოცემაა. რატის წიგნის ყიდვით მის უმცროს ძამიკოს, პატარა ბექას ვეხმარებით, რომლის მკურნალობასაც ნამდვილად სჭირდება ბევრი ადამიანის თანადგომა. ამ მოთხრობის გამოცემით რატიმ ის გაიღო, რაც მას, ჩვიდემტი წლისას, გააჩნია, რაც მხოლოდ მისია, მისგან მომდინარეობს და მისსავე სულთანაა ჩაბმული - ეს პირადი, ძვირფასი, იმედიანი სამყაროა. ამ იმედსა და სიკეთისა და თანადგომის სურვილს კი მთების გადაგორება შეუძლია“. ბექას სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად შექმნილია „ბექას ფონდი“ (GE96TB7060336080100007) მოქმედებს ინტერნეტგადახდის სპეციალური საშუალება (http://donate.4beka.ge/) , მუშაობს სპეციალური სატელეფონო ნომერი ნებისმიერი ოპერატორიდან (0 901 901 996) - შეგიძლიათ მათი მეშვეობითაც მიეხმაროთ ბექას და რატის. გამოცემას რატი ფიფიას წინასიტყვაობაც ახლავს, რომელსაც აღელვების გარეშე ბოლომდე ვერ ჩაიკითხავთ: გამარჯობა, რადგან ამ სიტყვებს კითხულობთ, ესე იგი, „ბექას ფონდისთვის“ ჩემი მოთხრობა შეგიძენიათ და დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. მე რატი ფიფია ვარ, 17 წლის. ეს მოთხრობა - „მოხდენილი ნახტომი“, ერთი წლის წინ დავწერე, ისე უბრალოდ, ჩემთვის. ალბათ ისე, როგორც ეს ბევრ თქვენთაგანს გაუკეთებია, როცა ჩემხელა, ან ცოტა პატარა, ან ცოტა დიდი იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მოთხრობა ჩემი რვა წლის ძმის, ბექას სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების საქმეში გამომადგებოდა. ერთ ცუდ, ძალიან ცუდ დღეს, სულ ახლახანს, უცბად გაირკვა, რომ ჩემს უმცროს ძმას მწვავე ლეიკემია სჭირს და რომ მის გადასარჩენად დიდხნიანი და ძვირიანი მკურნალობაა საჭირო. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ თურმე ამდენ ხალხს ვუყვარდით დედა, მამა, მე, ჩემი 13 წლის და ირინე, ჩემი 5 წლის ძმა დემეტრე და რა თქმა უნდა ჩვენი ბექა. მე ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მამა და დედა სასწაულებს ჩაიდენდნენ და ბექას სამკურნალოდ შეუძლებელს გააკეთებდნენ. თურმე შეუძლებელიც ზოგჯერ შესაძლებელია. დედას აღმოსავლეთის ფრონტის გენერალს ვეძახით, ისრაელში ბექასთან ერთად არის და ამიტომ. კიდევ სულ ცოტა 6 თვე მოუწევთ იქ ყოფნა კლინიკაში. მამა მთავარსარდალია. მე შინაგან საქმეთა მინისტრი, უფრო სახლის საქმეთა მინისტრი, უფროსად ვრჩები სახლში და ამიტომ, ირინე ჩუმად განიცდის, ჯერ სულ 13 წლისაა. პატარა დემეტრეც ხვდება, რომ რაღაც არ არის კარგად, დედის გარეშე ყოფნას ვაჟკაცურად იტანს და ბექას ეხუმრება თმები სად წაიღე, თუ გინდა ჩემს თმას მოგცემო. თმები კი აქვს დემეტრეს ბევრი, ოქროსფერი დახვეული თმები. ხო, ბებია ირა - აი მისთვის თვალების გასწორება ყველაზე მეტად მიჭირს. ბექასთვის ჯარი დგას, მაგრამ სამწუხაროდ, კიდევ მეტი ყოფილა საჭირო... ჰოდა, რაც მე დღეს 17 წლისას შემიძლია გავაკეთო ჩემი 8 წლის ძმისთვის ისაა, რომ ეს მოთხრობა გამოვცე და თქვენ გთხოვოთ, ძალიან გთხოვოთ მისი შეძენა ბექასთვის. ვიცი, რომ ყველაფერი გამოვა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მოხდენილი ნახტომი
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
6
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
5757
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]