იტვირთება...

მოგზაურობა ჰოგვორტსში - ისტორია მეორდება

მარიამ გვენეტაძე მარიამ საკანდელიძე

773 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1.99
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
გოგონა, რომელიც ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის და არა მარტო ადამიანის - პოტერჰედის ცხოვრებით ცხოვრობს, ერთ მშვენიერ დილას ჰოგვორტსის წერილს მიიღებს. ის მოხვდება ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. გაიცნობს ჰარი პოტერის ბევრ პერსონაჟს, მაგრამ ყველაფერი ასეთი ადვილი როდია? სანამ ჰოგვორტსამდე მიაღწევს, კარგ ამბებთან ერთად ბევრი ფათერაკი და საფრთხე გადახდება თავს, მაგრამ ის მაინც ფიქრობს რომ ჯადოქრობისთვის, ან სულაც იმისთვის რომ ხელში ჯადოსნური ჯოხი ეჭირა ეს ყველაფერი ღირდა... მისი ნაიარევის გამო, იძულებული ხდება ჰარისთან, ჰერმიონთან, რონთან და ახალ მეგობარ ფრედთან ერთად აპარაციის მეშვეობით უკაცურ სოფელში წავიდეს... და როდესაც ჰგონია სამშვიდობოს მიაღწია და ცხოვრება დაალაგა , ყველაფერი აქ იწყება ... ან შეიძლება მთავრდება კიდეც...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
პატარა, მეოცნებე გოგონა, სახელად მარიამი, ოცნებობს ჰოგვორტსში წასვლაზე და გმირების ნახვაზე. ერთ მშვენიერ დილას, მას ბუ მოაკითხავს წერილით ხელში. მარიამს ძალიან გაუკვირდება, თუმცა მიხვდება, რომ ეს წერილი მის საოცნებო სკოლას ეკუთვნის. დედა თავიდან უარზე იყო, თუმცა მტკიცე ხასიათის მარიამი მას გადაარწმუნებს და დედა მას წაიყვანს ლონდონში, ,,კინგ - ქროსის“ სადგურზე, საიდანაც გადის მატარებელი 9 ¾ .იქ კი გააცნობს გოლიათ კაცს, ჰაგრიდს, რომელიც ყველაფერში დაეხმარება მათ. თავიდან დედა ვერ ეგუება შვილთან განშორებას, თუმცა მისი ბედნიერების გამო დათმობს შვილთან ყოფნის ბედნიერებას. ნივთების ყიდვისას პატარა მარიამი რონის მამას, არტურ უისლის შეხვდება, რომელიც სახლში დაპატიჟებს მას. ყველაფერი სწორედ აქ იწყება... ჰარი, ჰერმიონი და რონი ფანჯრიდან აკვირდებიან პატარა მარიამს, ის ხომ ჯერ 11 წლისაა. გამოცდილი ჯადოქრები შეამჩნევენ, რომ არც კარი გაღებულა და არც მარიამი შემოსულა სახლში... ჰარი მიხვდა რომ საქმე კარგად არ იყო, ამიტომაც სწრაფად ჩაირბინა კიბეები და ნახა, რომ ლორდი ვოლდემორის მემკვიდრე ახლა მარიამთან მისულიყო და თვალებს უბრიალებდა... სამწუხაროდ იმ წყევლას, რომელსაც დელფი უნდა დაესუსტებინა მარიამს მოხვდა და გონება დააკარგვინა, თუმცა დელფიმ მოახერხა მარიამი ჰოკრუქსად ექცია... ამის შემდეგ მარიამის ცხოვრება თავდაყირა დგება... დელფიმ მას ოჯახი დაუხოცა, თუმცა მარიამი მაინც გადაწყვეტს ჰოგვორტსში წასვლას... ეს დიდი ტკივილი მას თავს სულ ახსენებს, მაგრამ მას ხომ სხვა არჩევანი აღარ აქვს... ბოლომდე უნდა იბრძოლოს... ჰოგვორტსში სწავლას არც აცდიან პატარა მარიამს, რადგან დელფის უაზრო თავდასხმები უფრო და უფრო აშინებს ჰარისა და სკოლის დირექტორს, ამიტომაც ჰარი, ჰერმიონი, რონი, მარიამი და ახალი მეგობარი ფრედი ერთად მიდიან წყნარ სოფელში, სადაც ადრე ჰერმიონის ბებია ცხოვრობდა. სიკვდილის მხვრელებს, ბოროტი ძალის მიმდევრებს აქაც მოუსწრიათ ჩამოსვლა და სოფლის განადგურება, ამიტომაც ეს 5 უახლოესი მეგობარი ერთად აპირებენ მარიამის დაცვას. დროთა განმავლობაში ახალ - ახალი ამბები ხდება... ისინი დაიჭერენ ერთ-ერთ სიკვდილის მხვრელს, სახელად ვიქტორ კარკაროვს, ბოროტი დელფი ფრედის გონებაში შეაღწევს, დელფი მარიამს დედის სახით ესაუბრება, ეს კიდევ არაფერი, მარიამს საყვარელი ბუ, ჩარბუ მოუკვდება, აქვს საშინელი ხილვები, რომლებსაც თუ დავუჯერებთ დუელი დელფსა და მარიამს შორის მალე გაიმართება... ეს ყველაფერი ერთად მარიამს ფიქრს უმღვრევს. მეგობრები მას ზედმეტად თბილად ექცევიან, რაც მარიამს სრულებით არ მოსწონს. ის მოგვითხრობს: „ მართლაც საშინელება იყო, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თითქოს მეგობრებს მეგობრები აღარ ერქვათ, ჰერმიონის და რონის მაგივრად ვიღაც დამყაყებული, ობიანი „მეგობრები“ მესაუბრებოდნენ. სიმართლეს ვამბობ, როცა მათ ხმებს ვიგებდი, ვხვდებოდი რომ მოთხრობებში ან სულაც ზღაპრებში მოგონილი ამბები შეიძლება მართლა ახდეს. იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჰერმიონი, გოგონა, რომელზეც ჰოკრუქსის ბნელმა ძალამაც ვერ იმოქმედა ასე მოიქცეოდა და თავს ასე ცუდად მაგრძნობინებდა. საშინლად მარტოსულად ვგრძნობ თავს... ამ სიტუაციაში მხოლოდ რობინ უილიამსის სიტყვები მახსენდება: ,, მეგონა რომ ყველაზე დიდი საშინელება მარტოობა იყო.ასე არ არის ყველაზე საშინელება იმ ადამიანების გარემოცვაა, რომლებიც თავს მარტოდ გაგრძნობინებენ“...“ მისივე თხრობით მხოლოდ ფრედი არ შეცვლილა... უკვე მისი საუკეთესო მეგობარი იყო... ფრედის მწვანე, ლამაზი, სანდო თვალები სიკეთეს ასხივებდა, თუმცა ვერც ჰარიზე ვიტყვით აუგს. მას ხომ ეს ყველაფერი გამოცდილი ჰქონდა. იმედგადაწურული მარიამი ვარჯიშს დაიწყებს, რათა დაამარცხოს ბოროტი ძალა, თუმცა მამამისივით ცხრასიცოცხლიანი დელფი ეგრე მარტივად როდი მოკვდება?! დიახ, დიახ, სწორად მიხვდით, ამ ნაწარმოებში სიკეთე, ბოროტება და ერთგულება კი არ არსებობს, არამედ ამ ნაწარმოებში ყველაფერს ერთად შეხვდებით და პერსონაჟებივით დაელოდებით სიკეთის გამარჯვებას... მეორე კურსიდან ყველაფერი თავიდან იწყება... ან სულაც სამუდამოდ მთავრდება...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მოგზაურობა ჰოგვორტსში - ისტორია მეორდება
გამოცემის თარიღი:
2018
კატეგორია:
ფენტეზი
ნახვები:
773
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]