იტვირთება...

შერწყმა

ლუკა ხატიაშვილი

2018 წელი | ტელემაქე
719 ნახვა
0
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
შერწყმა ქმნის დისტოპიას ქალაქის სახით, სადაც რეალობა დამსხვრეულია და ყოველი პერსონაჟი წილხვედრია ნამსხვრევისა, რომელიც, ერთდროულად, აშორებს და აახლოვებს მათ. სიუჟეტის განვითარებას საოცრად ერწყმის პერსონაჟების ინდივიდუალური ისტორიები, მათი ცხოვრება და კითხვა, რომელსაც ყველა თავის თავს უსვამს: რა არის ეს ქალაქი? სწორედ ამ დაუნდობელ გარემოში იბადება ელიოზი, რომელიც არის შერწყმა ორი სხეულისა, თუმცა ელიოზს რთულად ეწოდება პროტაგონისტი, რადგან სასტიკი რეალობისა და გაბოროტებული საზოგადოების პირისპირ, ის კვლავ დაშლის პირას მიდის და რჩება მხოლოდ ერთადერთი გზა გადასარჩენად - გაქცევა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ლიტერატურული ჟანრის თვალსაზრისით ესაა დისტოპიური ნაწარმოები, აქ მოვლენები ადამიანთა სამყაროსაგან ცოტა შორს, ადამიანისავე მიერ გამოგონილ რეალობაში ვითარდება და პერსონაჟებსაც საკუთარი სახე, სუნი და ფერი აქვთ. თითოეულ პერსონაჟს აქვს საკუთარი დანიშნულება. ისინი არც კეთილები არიან, არც ბოროტები. უბრალოდ, ადამიანები არიან, საკუთარი დადებითით და უარყოფითით და ცდილობენ, სამყარო უკეთესი გახადონ. თუ ქერათმიანი და მომავლის მხედველი ულამაზესი კატალია თავისი ორანჟერიის ყვავილების სურნელიდან ადევნებს თვალს სამყაროს ცვალებადობას, მისი ძმა ,თედორე, საკუთარი სიზმრებისა და მოგონებების ჩაწერას ლამობს და ამით შემოქმედების მარადიულობას ესმევა ხაზი. აკი, ადამიანი გაჩენის დღიდან ცდილობს, საკუთარი წარმავალი სხეულის მეშვეობით შექმნას შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც მას ღმერთს ამსგავსებს და ამ ქმნადობით დატოვოს რაიმე ამ უცნაურ სამყაროში, რომელსაც კატალია ცეცხლით აგიზგიზებას და გადაწვას უწინასწარმეტყველებს, თედორეს დღიურებს კი გადაუღებელი წვიმა ასველებს, საიდანაც, იმედია, ახალი სიცოცხლე ამოვა. წიგნში მოთხრობილია ისტორია ადამიანებისა, რომლებიც სხვა სამყაროებისა და მატარებლის ლიანდაგისაგან შორს ცხოვრობენ. ამ პატარა საზოგადოების მკვიდრთ ერთი სენი აწუხებთ - ესაა დავიწყება. მათ დავიწყებიათ საკუთარი წარსული, ფესვები, საიდან მოდიან... დროდადრო ფხიზლდებიან და სიკეთის კეთებას ცდილობენ, თუმცა არავის შესწევს უნარი შეინარჩუნოს ეს კათარზისის უნარი და მხოლოდ ელიოზი, რომელიც ორი ადამიანის შერწყმაა ხდება წილხვედრი ნამდვილი ცხოვრებისა და ეძებს ამ ქალაქისაგან გასაქცევ გზას, რათა იცხოვროს ისეთმა, როგორიც არის.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941802652
სათაური:
შერწყმა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
195
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
719
რეიტინგი:
0
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
0
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]