იტვირთება...

აფხუშოობა

ვაჟა - ფშაველა

2,642 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თოფის სროლაში არ ერეოდა მარტო ერთი ხანში შესული კაცი ბერო; ის მეთოფოსნების უკან ერთს ყვითელს ხავსით მორთულს ლოდზე იჯდა და უზარ-მაზარს, უშნოდ კაკლის ნუჟრიდამ გათლილს ჩიბუხს შაექცეოდა: უმისოდაც ნისლიანი მისი სახე უფრო განისლიანებულიყო თამბაქოს ბოლისაგან. პირი მოპარსული ჰქონდა ბეროს და თხელს სვილის ფერა პირის კანზე, რომელჩი ჩაქსოილი იყო სიამაყე და ნაღველი, ჩამოკლაკნილი ჰქონდა არწივის მხრებივით ულვაშები; ბრტყელს და გამოწეულს, ამობურთულს მკერდზედ ეკიდა სქელი დუდგულის მასრებიანი სასწრაფო და, მასთან ერთად, - შვი რქის საპირის-წამლე. ბერო თოფ-იარაღის მოყვარული, და, ამასთან გათქმული მონადირე იყო; სადაც უნდა წასულიყო, თოფი განუშორებლივ მხარზედ ეკიდა, მუდამ ნადირობის ამბავს გიამბობდა, - გიამბობდა სად როგორ დაჰკრა ხარ-ირემს თოფი და დაამუხლისკვერავა; სად ჯიხვს დასწკიპა (დასწკიპა - ესროლა თოფი) და დააბჯინა რქებზე. ცოლ-შვილი გაუწყდა ბეროს, ცხვარი და ძროხა დაელია და იმათი სიყვარული თოფზე გადაიტანა; იგი ნაღველს ნადირობით იქარვებს. ბეროს სამჯერ აქვს აზარი ათავებული და თოფიც სამჯერ აქვს დამარხული მიწაში (აზარს შეადგენს ასი წმინდა, ჩლიქიანი ნადირი. კურდღელი, მელი, მგელი და დათვი აზარში არ ითვლებიან. რამდენ აზარს აათავებს, შეასრულებს მონადირე, თოფი იმდენჯერ უნდა დამარხოს მიწაში სამს დღეს). ცოლ-შვილი ბეროს იმიტომ გაუწყდაო, ამბობს ხალხი, რომ ბევრის ნადირის ცოდვა აძევსო, მონადირეს ცოლ-შვილის იღბალი არ აქვსო...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
აფხუშოობა
გამოცემის თარიღი:
2018
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
2642
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]