იტვირთება...

მანჰეტენის ქრონიკები

ოთო თელია

2013 წელი | Lebowski Publishing
4,927 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ნაწარმოები მოგვითხრობს მთავარი გმირის მოგზაურობაზე რეალურ, სურეალისტურ და სიზმრების სამყაროში. მოქმედების ადგილია მანჰეტენი, სადაც ვითარდება ძირითადი მოვლენები, რომელთაგან ნაწილი სინამდვილეა, ნაწილი კი გამოგონილი. პერსონაჟები კი რეალური ადამიანები არიან, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. დევიდ მონრო, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული მანჰეტენზე, მზად არის ყველა და ყველაფერი დათმოს იმისთვის, რომ მისი სამუდამო პატიმარი გახდეს. ამ იდეით შეპყრობილი, იგი უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც მას მეგზურობას მისტიური პიროვნება უწევს, რომელიც მუდმივად იცვლის სახეს. თავისი იდეალის ძიების პერიოდში, დევიდი სხვადასხვა სიტუაციებში ხვდება, რომლებშიც მოთხრობილია ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ისტორია, ამბავი ქურდობის შესახებ, რომელსაც საეკლესიო პირი ჩაიდენს, მეძავი ქალის ტრაგიკული ცხოვრება, ცოდვილთა ქალაქში გათამაშებული ერთი სახალისო ეპიზოდი და სხვა მრავალი. დევიდის თავგადასავალს და მოგზაურობას თან სდევს მისტიციზმი, ფანტასტიკა და თრილერი. საშიშროება იმისა, რომ იგი შესაძლოა უფსკრულის პირას აღმოჩნდეს და ეშმაკის მიერ დაგებულ ხაფანგში გაეხვეს, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მას მხსნელად გამოეცხადება წარმოუდგენლად ლამაზი ქალი, რომელივ მას თავის სამყაროში წაიყვანს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
დევიდ მონრო, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული მანჰეტენზე, თავის თავს განაჩენს გამოუტანს, რომ არ დატოვოს მისი ფარგლები შემდეგი 30 წლის მანძილზე. იგი მზად არის საყვარელი ქალიც კი დათმოს და მეგობრებსაც შეელიოს იმისთვის, რომ წარსულში ნანახი სიზმრები რეალობად აქციოს. მიეცეს უფლება აკეთოს ის რაც სურს და ბოლომდე ისიამოვნოს მანჰეტენით. იგი გარიგებაში შედის უცნაურ პერსონაჟთან, რომელიც თავიდან ეშმაკი გონია. ასე იწყება დევიდის მოგზაურობა რეალურ და არარეალურ სამყაროში, სადაც მას მეგზურობას უწევს პიროვნება, რომელიც მუდმივად სახეს იცვლის და დამწყებ მწერალს ნაწარმოების წერაში ეხმარება. დევიდი მასთან ერთად სხვადასხვა სიტუაციებში ხვდება, სადაც ერთ-ერთი გმირი ან თვითონ არის, ან მისი უცნაური გამცილებელი. ერთ-ერთი ასეთი ამბავი მოგვითხრობს ქალსა და მამაკაცზე, რომლებსაც ცხოვრების მეგზური აკლიათ. თავიანთი შვილების წყალობით კი ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. შემდეგ დევიდი ისევ უბრუნდება მის წარმოსახვაში არსებულ თითქოს უსასრულო გზას, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ სავსეა გასასვლელებით, რომლის საშუალებითაც იგი მუდმივად ბრუნდება მის ნანატრ სამყაროში. მანჰეტენის არქიტექტურით მოხიბლული, იგი აღწერს უნიკალური არქიტექტორების ცხოვრებას, რომლებიც თავიანთ ხელმძღვანელთან - საოცარ ქალთან ერთად მორიგ შედევრს ქმნიან კუძულზე. შემდეგ დევიდი კვლავ ბრუნდება სივრცესა და განზომილებაში, რომელსაც იგი სიზმარსა და რეალობას შორის არსებულ სამყაროს უწოდებს. მის მიერ შექმნილ მოჯადოვებულ წრეში იგი ხვდება ადამიანებს, რომლებისთვისაც შეუძლებელი თითქმის არაფერია, მაგრამ ისინი სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში არ ერევიან და თავისებურად ცხოვრობენ. შუალედურ სივრცეში მოხვედრილი დევიდი, რომელიც მისი აზრით არის ადგილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ხვდება სამ პიროვნებას და აღწერს მათ მიერ გატარებულ ცხოვრებას დედამიწაზე. მოთხრობილია მეძავი ქალის და მისი ორი შვილის ტრაგიკული ცხოვრება, რომელთაგან ერთ-ერთი მღვდელია, ზოგიერთი სასულიერო პირის აღვირახსნილი ქცევები და ერთი უიღბლო ბიჭის ამბავი, რომელმაც ქურდობა ჩაიდინა, მაგრამ არ შერჩა. და ბოლოს ცოდვილთა ქალაქი, სადაც დევიდი ცოცხალი სპექტაკლის მონაწილე გახდება უცნაური ფორმით, რაც იმ ქალაქის მამების დაცინვის საშუალებას მისცემს. ასე უნდა გაგრძელებულიყო მისი ცხოვრება, რომ მოულოდნელად ბნელეთის მოციქული მართლა გადაწყვეტს გამოჩენას და დევიდი და მისი თანამგზავრი საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან. ამითი ერთ დროს თითქოს უსასრულო გზას ბოლო გამოუჩნდება. თუკი თავის თავში ბოლომდე დარწმუნებული გამცილებელი, ცნობისმოყვარეობის მიზნით საკუთარ სიცოცხლეს რისკის წინაშე დააყენებს, დევიდს სიზმარში ”მფარველი ანგელოზი” გამოეცხადება ზღაპრულად ლამაზი ქალის სახით და იმდენად შეუყვარდება იგი, რომ საკუთარი თავისთვის გამოტანილ განაჩენს შეცვლის და მის მოძებნას გადაწყვეტს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მანჰეტენის ქრონიკები
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
131
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
4927
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]