იტვირთება...

სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია

მასარუ იბუკა

867 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მასარუ იბუკას მთელ მსოფლიოში ცნობილი ნაშრომი „სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია“ სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის საკითხებს ეხება. კერძოდ, იმ მრავალ პრობლემას, რომელიც კონკრეტულად ბავშვის ფსიქიკასა და ხასიათთან არის დაკავშირებული, ამასთანავე, მშობლების მიდგომებს ბავშვისადმი სხვადასხვა ასაკსა და ვითარებაში. ავტორი, ზოგადად, იზიარებს ბავშვის აღზრდის საერთაშორისოდ აღიარებულ გამოცდილებას, თუმცა ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელ წინადადებებს გვთავაზობს პირადი პრაქტიკიდანაც.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მასარუ იბუკა (1908-1997)- წინამდებარე წიგნის ავტორი, ბავშვთა აღზრდის საქმეში ნოვატორი კონცეპტოლოგი. მასარუ იბუკას სახელს უკავშირდება ადრეული განვითარების იაპონიური ასოციაციისა და სკოლის - „განსწავლა ტალანტით“ დაარსება. იგი იყო იაპონელი ინჟინერი და საქმოსანი. კომპანია SONY-ს თანადამფუძნებელი მასარუ იბუკა დაიბადა 1908 წლის 11 აპრილს იაპონიაში, ტოჩიგის პრეფექტურაში, კერძოდ, ქალაქ ნიკკოში. მისი დაბადებიდან 2 წელიწადში მამამისი (ჰიდროელექტროსადგურის ინჟინერი) ტრაგიკულად დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. დედა მალევე გათხოვდა და პატარა მასარუს აღზრდა მამის მშობლებმა ითავეს. სკოლის შემდეგ მასარუ იბუკა ჩაირიცხა ვასედას უბნივერსიტეტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე, სადაც მას „გენიალურ გამომგონებელს უწოდებდნენ“. 1933 წელს მისმა სადიპლომო ნაშრომმა თემაზე „სიგნალის მოდულაცია ელექტროსხივურ მილში“ პარიზის მრეწველობის გამოფენაზე პრიზი მიიღო. 1933-1936 წლებში მუშაობდა ფოტოქიმიურ ლაბორატორიაში, რომელიც ხმასა და გამოსახულებას იწერდა კინოლენტზე. აქედან იაპონურ ოპტიკურ-აკუსტიკურ სამრეწველო კომპანიაში გადავიდა, სადაც მუშაობდა კინოსკოპის განვითარების პერსპექტივებზე. 1940 წელს დააარსა საკუთარი ფირმა - იაპონიის ზუსტი ინსტრუმენტების კომპანია, რომელიც აქცენტირებილი იყო ღამის ხედვისა და რადიოლოკაციის სისტემების მოწყობილობათა წარმოებაზე. 1946 წელს ოსაკას საიმპერატორო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა ფიზიკოს აკიო მორიტასთან (1921-1999) ერთად საფუძველი ჩაუყარა კორპორაცია „SONY“-ს დაარსებას, თუმცა მათი თანამშრომლობა მეორე მსოფლიო ომმა დროებით შეაჩერა. ომის პერიოდში იბუკა დაკავებული იყო ბრინჯის ელექტრომადუღარის (რამაც არ გაამართლა) და ელექტროგამათბობი ბალიშების გამოგონებით. 1946 წლის 7 მაისს მასარუ იბუკამ და აკიო მორიტამ ყულაბაში გადანახული რამდენიმე ათასი იენით დააარსეს კომპანია „Tokio Tsushin Kogio“, რომელიც 1958 წელს დაერქვა SONY CORPORATION. მან შექმნა მაგნიტოფონი, რითაც კომპანია წარმატების სტარტზე შედგა და მთავარი ინტრუქტორი მასარუ იბუკა აირჩიეს „Tokio Tsushin Kogio“-ს მომავალი SONY CORPORATION-ის პრეზიდენტად. მასარუ იბუკა, ერთ-ერთი მათ შორის, რომელთაც ომის შემდგომი იაპონია ფეხზე დააყენეს, 1997 წლის 19 დეკემბერს 89 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია
გამოცემის თარიღი:
2018
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
თეა შელია
გვერდები:
61
კატეგორია:
სახელმძღვანელო
ნახვები:
867
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]