იტვირთება...

პოლონური ქრონიკები

ქეთი ტოროტაძე

11,267 ნახვა
4.95
(0 რეცენზია /53 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
პოლონელებსა და ქართველებს შორის საოცარი ეთნოფსიქოლოგიური მსგავსებაა - ორივე ერს გმირული, რომანტიკული სული გამოარჩევს, რომელიც ალბათ ამ ორი ქვეყნის მიერ განვლილი ისტორიული გზის მსგავსებითაც არის განპირობებული. იდეალისტი პოლონელებისა და ქართველების სწორედ ამ მონათესავე სულმა ათქმევინა თვალსაჩინო პოლონელ პოეტ-რომანტიკოსს, ადამ მიცკევიჩს, მე მჯერა, რომ პოლონეთის არისტოკრატია კავკასიური წარმოშობისააო. წიგნში გაეცნობით პოლონურ-ქართული ურთიერთობების საინტერესო და ქართველი მკითხველისთვის ხშირ შემთხვევაში უცნობ მომენტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაიწყო, ხოლო როდესაც ანტანტის უმაღლესმა საბჭომ 1920 წლის იანვარში დე ფაქტო ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მას მყისვე დაუჭირა მხარი პოლონეთმა. 1919-1921 წლებში პოლონეთში მოღვაწეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისია. სხვადასხვა თავებში მოთხრობილია პოლონეთის ქართველი დიპლომატის, ბოგდან გურჯიცკის, პოლონეთის ტრაგიკული ისტორიის ცალკეული ეპიზოდების, ედვარდ მუნკის მუზის - დაგნი იუელისა და თბილისის სასტუმროში მომხდარი იდუმალებით მოცული მკვლელობის შესახებ. წაიკითხავთ ლეგენდარული მარშლის, იუზეფ პილსუდსკისა და პრომეთეიზმის მოძრაობის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, ვიტოლდ პილეცკისა და კაცობრიობის წინაშე მისი დიდი ღვაწლის შესახებ, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ჯერაც არ არის სათანადოდ დაფასებული. მოთხრობილია აგრეთვე რიბენტროპ-მოლოტოვის დანაშაულებრივი პაქტის მსხვერპლი ერთი რიგითი პოლონური ოჯახის დრამატული ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ... განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყოფილ იუნკრებს - პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს, აგრეთვე პოლონეთის არმიის ქართველ გენერლებს, რომლებიც, 1921 წელს საქართველოდან ემიგრირების შემდეგ, გმირულად იბრძოდნენ პოლონეთის არმიაში ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ და რომელთაგან რამდენიმე ბოლშევიკებმა კატინში დახვრიტეს. რამდენიმე ქართველმა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენის, ვირტუტი მილიტარის ვერცხლის ჯვარიც დაიმსახურა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების თემა აკრძალული თემა გახდა - ქართველი სამხედროები ხომ საქართველოშიც და პოლონეთშიც ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. საბჭოთა კავშირის კომუნისტური რეჟიმი ყველაფერს აკეთებდა, რომ მათი სახელები დავიწყებას მისცემოდა. იმის გამო, რომ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების თემა ათწლეულების მანძილზე ტაბუირებული იყო როგორც საბჭოთა კავშირში, ისე კომუნისტურ პოლონეთში, საქართველოში ცოტამ თუ იცის პოლონეთის ქართველი გმირების შესახებ. ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს წიგნის ბოლო თავი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქის პოლონეთის შესახებ მოგვითხრობს და ნაპოლეონისა და პოლონეთის მიმართებებს წარმოგვიდგენს. ეს თავი, თემატურად განსხვავებული, ამავე დროს წიგნის გამაერთიანებელი და დამაგვირგვინებელი ფინალური თავია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-2112-7
სათაური:
პოლონური ქრონიკები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
11267
რეიტინგი:
4,95
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(53) რეცენზია
4.95
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [52]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]