როგორ ვმუშაობ

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3997

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ჩანჩურა ცოცხალი ვინმე ვნახე მეთქი. ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშაც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი. ის ნარევი ტიპია. ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა - ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული, მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟ. ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა. - გამარჯობა, ჯაყო! - კნეინას გახალვარ. - რასა იქმ, როგორა ხარ? - ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე. - ცოლშვილი როგორა გყავს? - სულ კარგათა ხართ, გენაცვალე. - რამდენი შვილი გყავს, ჯაყო? - თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია. - როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო? - მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! მიუგო ნაყმევმა. უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთის მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამომეჭრა. აი ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაგამომცემლობა ვანგოგენი
გამოცემის წელი2018