იტვირთება...

მინიატურები

გიორგი კეკელიძე

2012 წელი | სიესტა
5,314 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"sms-ების ესთეტიკის ხანაში, როდესაც სქელტანიანი რომანების მსგავსად, ეპიკური ჟანრებისთვის ადგილი აღარ რჩება, პოეზიაშიც უპირატესობას მცირე ფორმა, ერთგვარი მიკროპოეზია ისაკუთრებს. მაგრამ მინიმალისტური პოეზია ისევე ძველია, როგორც თვით ხელოვნება - თუკი გავიხსენებთ უძველეს წარწერებს არტეფაქტებსა თუ კედლებზე, ან, თუნდაც, უამრავ უსათაურო, ანონიმურ ერთტაეპიან სტრიქონებს მე-19 საუკუნის ქართულ პოეზიაში. მაგრამ დღეს, პოსტ-მოდერნისტულ ხანაში, მინიმალისტური პოეზია “პროგრესისკენ მიმავალი” ისტორიის საფლავის ქვაზე ამოტვიფრულ ეპიტაფიას ემსგავსება. ფორმის და ზომის თვალსაზრისით, ასეა გიორგი კეკელიძის “მინიატურებში”, სადაც მისი ერთტაეპიანი ლექსები, თავიანთი ინტენსიური ესთეტიზმით, უძველესი ბერძნული და ჩინური პოეზიის თუ იაპონური ტანკების ნიმუშებს მოგვაგონებს. თუმცა, პოეტის ღრმა მეტაფორებით გაჯერებული მინიმალისტური ფრაზები საკუთარი მსოფლშეგრძნების გამოხატვასთან ერთად, თავისი არსით ანტირევოლუციური ტენდენციებით და პოეტიკით ხასიათდება (ვთქვათ, იმავე მოდერნისტული მინიმალიზმისგან განსხვავებით). გიორგი კეკელიძის ნაივური იმიჯები, ისევე როგორც მისი მდიდრული მეტაფორები ეთნოპოეტიკასთან, ან უფრო პანორამულად თუ ვიტყვით, ისტორიამდელ წარსულთან დაბრუნებაა და მედიტაციას თუ სპირიტუალურ პრაქტიკებს უფრო ემსგავსება. ბოლომდე უთქმელობის სტრატეგია აქაც პოსტ-მოდერნის ხანისთვის დამახასიათებელი ხერხია, რითაც გიორგი კეკელიძის ლექსები ინტერპრეტაციის, კონტექსტის აღდგენის უპირატესობას მკითხველს ანიჭებს, რასაც კიდევ უფრო გვიდასტურებს მინიატურების ილუსტრაციები - მაი ლაშაურისეული მრავალპლანიანი აპლიკაციები, რომლებიც გიორგი კეკელიძის პოეტური ფრაზებისთვის ფონს ქმნის, ისევე როგორც ერიკ სატის მუსიკაში აკორდი - მუსიკალური ფრაზისთვის".
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978–9941–443–08–4
სათაური:
მინიატურები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
გვერდები:
36
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
5314
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]