რეორგანიზაცია წარმატებისთვის და არა კრიზისიდან გამოსასვლელად
რატომღაც მიღებულია, როდესაც ორგანიზაცია რეორგანიზაციის პროცესს იწყებს, ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს. სინამდვილეში ორგანიზაციული ცვლილებები და მათ შორის, არსებითი სტრუქტურული ცვლილებები, სწორედ იმიტომ უნდა ხდებოდეს, რომ მნიშვნელოვანი ორგანიზაციული კრიზისი და დანაკარგები ავირიდოთ თავიდან.
ამას წინათ, ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ კომპანიაში დავასრულეთ სტრუქტურის რედიზაინის პროექტი. როდესაც მენეჯმენტმა რადიკალური ცვლილებები დაიწყო, მათი პარტნიორები, ახლო საქმიან ურთიერთობაში მყოფი კომპანიების მენეჯერები გაოცებულებული ეკითხებოდნენ - “კი მარა რა პრობლემები გქონდათ ამნაირი სტრუქტურაში, ასეთი ცვლილებები რომ დაიწყეთო” . არადა მენეჯმენტმა დაინახა, რომ კონკრეტული გადაადგილებებით, რამდენიმე ახალი პოზიციისა თუ სამსახურის შექმნით არსებითად გაზრდიდა არსებული შესაძლებლობების გამოყენების ხარისხსაც და მომავალ გართულებებსაც მნიშვნელოვანწილად აიცილებდა თავიდან. სწორედ ამიტომ, განახორციელეს სტრუქტურული ცვლილებები.
რა არის უმჯობესი, დაველოდოთ სანამ წელში გაგვწყვეტს ჩვენივე ორგანიზაციული პრობლემები, თუ დავასწროთ, წინასწარ განვახორციელოთ სათანადო ცვლილებები და დავზოგოთ დროც, ნერვებიც და ბევრად უკეთესი შედეგების მიღწევასაც შევუწყოთ ამით ხელი?