პროლოგოსი ერთხელ, დილით, როცა ქართლოსმა შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ საკუთარ საწოლში ვიღაცა ქალად გადაქცეულიყო...
ძილში საბანი გადასძრობოდა და ახლა რას ხედავს – მკვრივი, ქათქათა მკერდი, ხასხასა წითელი კერტები, ქვემოთ გლუვი მუცელი, ჭიპი, საზარდული, იქ კი – ოდნავ შეპარსული თმოვანი საფარველი და გადაშლილი ბარძაყები. ერთბაშად მოვარდნილმა ვნებამ გონება დაუბინდა, ეგრევე მოუნდომა ზედ მოჯდომა, მაგრამ საკუთარ თავს როგორ მოაჯდებოდა, აბა?!
ქართლოსი იტანჯა ნდომით, ლამისაა გასკდა, აფეთქდა! და ამ დროს საძინებელ ოთახში შემოვიდა ქალის ქმარი – შხაპიდან ახლად გამოსული, წელზე პირსახოცშემოხვეული, თავგადაპარსული და ბანჯგვლიანი ოყლაყი! ანთებული თვალებით, კბილებდაკრეჭილი, ცოლს ლოგინში ჩაუგორდა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება დაიწყო – ხან წინიდან, ხან უკნიდან, ხან ზემოდან, ხან ქვემოდან, ხანაც სხვა ადგილებში...
შეძრწუნებულმა ქართლოსმა სამმაგი, ღრმა, დელირიუმისებრი ორგაზმით გაათავა და... გაიღვიძა, ტუჩის კიდეზე მომდგარი ზღმურდლით.