იტვირთება...

მოხმარების წესები

iOS წამკითხველი

ჩამოტვირთეთ App Store-ზე განთავსებული სპეციალური უფასო აპლიკაცია SABA Reader, პირველი შესვლისას გამოიყენეთ saba.com.ge-ზე თქვენი რეგისტრაციის სახელი და პაროლი. დააჭირეთ ღილაკს "შესვლა"

ელექტრონული წიგნების სახლში „საბა“ შეძენილი ელ. წიგნები ავტომატურად სინქრონიზდება თქვენს iOS ბიბლიოთეკასთან. აირჩიეთ ელ. წიგნი, რომლის ჩამოტვირთვაც გსურთ თქვენს iOS მოწყობილობაში, შეახეთ თითი, როდესაც ელ. წიგნის ყდაზე ჩამოტვირთვის ნიშანი მთლიანად შეივსება, ნიშნავს, რომ ელ. წიგნი ჩამოტვირთულია და შეგიძლიათ დაიწყოთ მისი კითხვა.

ელ. წიგნის saba.com.ge-ზე შეძენის შემდეგ ის ავტომატურად განთავსდება თქვენი iOS მოწყობილობის ბიბლიოთეკაში.

თქვენ ერთხელ იძენთ ელ. წიგნს და ის თქვენთვის ყველა მოწყობილობაში ხელმისაწვდომია.

*SABA Reader-ის აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

*აპლიკაცია შექმნილია LeavingStone-ისა და LemonDO-ს მიერ.