ხმაური და მძვინვარება

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

19334

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

"ამ წიგნის წერისას მე კითხვა ვისწავლე. წერა კი მცირეოდენ მაშინ მქონდა ნასწავლი, “ჯარისკაცის ჯილდოზე” რომ ვმუშაობდი, დავხელოვნდი და აწ უკვე ესეისტის გულმოდგინებით ვეპყრობოდი ენას, სიტყვებს და უფრო მეტიც, მოწიწებული სიფრთხილით, როგორც დენთს; სიხარულითაც კი, როგორც ქალს – ასეთივე უწმინდური, იდუმალი განზრახვით. მაგრამ როდესაც “ხმაური და მძვინვარება” დავამთავრე, ნათლად მივხვდი, მართლაც და არის ქვეყნად რაღაც, რასაც მიესადაგება გაცვეთილი სიტყვა “ხელოვნება”, და დიახაც უნდა მიესადაგოს კიდევაც. ისიც აღმოვაჩინე, ყველაფერი, რაც წამიკითხავს, დაწყებული ჰენრი ჯეიმსიდან და დამთავრებული ჰენტითა და საგაზეთო წერილებით მკვლელობათა შესახებ, წაკითხული იყო ფარვანას ან თხის დარად – განურჩევლად და ჭეშმარიტი ათვისების გარეშე. “ხმაურისა და მძვინვარების” შემდეგ, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მოვიცლიდი და გადავშლიდი რომელიმე წიგნს, ზაფხულის მეხთატეხის ნაგვიანევი გრუხუნით ბოლოსდაბოლოს მომეახლებოდნენ ფლობერები, დოსტოევსკები, კონრადები, ათეული წლის წინათ რომ მქონდა წაკითხული. “ხმაური და მძვინვარება” რომ დავწერე, მე კითხვა ვისწავლე – და კიდევაც დავანებე თავი კითხვას, და მას მერე არც წამიკითხავს რამე.მას მერე მგონია, აღარც არაფერი მისწავლია". - უილიამ ფოლკნერი

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობააუდიო გამომცემლობა "ჰერა"
გვერდები785
თარგმანიზაურ კილაძე
მთარგმნელინუგზარ ყურაშვილი
გამოცემის წელი2016