მესია იესო ქრისტე
მესიანური სწავლება იესო ქრისტეს მოსვლასა და კაცობრიობის ხსნაზე,სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს,ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სული ადამიანისანი არ ყოფილა ჩასახული,
იერემია 29:11
,,რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი’’ ვინაიდან, უფალი ღმერთი სამყაროს შექმნამდე უწყოდა მის მოსვლასა და იმ ვნებაზე,რომელიც მაცხოვარმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მიიღო იმ სიყვარულის საფასურად,რაც გამჩენმა ჩვენდამი გადმოღვარა ამ თავგანწირვაში. საერთოდ, ქრისტიანული თეოლოგიის ჭეშმარიტების ფუნდამენტურ კვლევას ჩვენ მივყავართ ისეთი დონის თეოლოგიურ ნაწილაკებში, რაც აპრიორი აყენებს მესიანური როლის აუცილებლობას,ცოტახანი გვერძე რომ გადავდოთ სწავლება და ყოველივე ის წინასწარმეტყველება, რაზეც საუკუნეების განმავლობაში ღაღადებდნენ წინასწარმეტყველნი ხმანი ისრაელისა,მოდი, ცოტა ონტოლოგიურ ჭრილში შევაფასოთ ქრისტიანული თეოსოფიის ეს მოვლენა, რასაც ,,მოშაიახ“ ანუ მესია ეწოდება.
საერთოდ როდესაც საკითხს თეოლოგიური პრიზმიდან ვაკვირდები, გაოცებას იწვევს ჩემში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი,რაც განასხვავებს ქრისტიანულ ემანაციას სხვა რელიგიური სწავლებებისგან.
დავიწყოთ იქიდან,რომ ღმერთის ინკარნაციის იდეა, რასაც ბიბლიური ღმერთი აკეთებს დროის იმ მომენტში, რომელიც ჯერ კიდევ ნაწინასწარმეტყველები იყო ფსალმუნებში ფსალმუნები 2:7 ,,შენ ხარ ჩემი შვილი,ხოლო ვიქნები მამა“ რომელიც გადმოსცემს ყოვლადწმიდა სამების სუბლიმაციურ გაშლას ქრისტიანულ სქოლასტიკაში. ჩვენ, მართლმადიდებლები ვართ სამყაროს შექმნის ,,ექს-ნიჰილო’’ სწავლების მიმდევრები. ანუ, ღმერთმა არაფრობისგან შექმნა ყოველივე არსებული. აი, წარმოიდგინეთ ღმერთი ქმნის სამყაროს,ღმერთი ქმნის ადამიანს,ადამიანი შეცოდავს და ის კვდება. რამ უნდა გამოასწოროს სამყაროში შემოტანილი შავი ჭირი, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა ჩასახვამდე ადამიანს მემკვიდრეობით. ის, ჩემო კარგო,რომ თავად ღმერთი უნდა გახდეს ადამიანი,რათა სამყაროში ყოველივე გამოასწოროს.
ახლა, ალბათ, ის კითხვა გაგიჩნდება,რასაც წლობის განმავლობაში მსმენელისგან ვაწყდები ძირითადად - თუ ღმერთი ასეთი ყოვლისშემძლე,ყველგანმყოფი და ყველგანარსებულია,რაში სჭირდება საერთოდ ინკარნირება(ანუ მატერიალიზირება), რათა სამყაროში ბუნებითი ცოდვის ენტროფია გამოასწოროს?