იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
ფენტეზი
/
პროზა
/
რომანი
/
ჰესილისის ქრონიკები
ჰესილისის ქრონიკები
რამისტელ ბასილასი
2024 წელი |
რამისტელ ბასილასი
ფენტეზი
|
პროზა
|
რომანი
11,456
ნახვა
4.85
(0 რეცენზია /84 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ისტორია საუკუნეების განმავლობაში დუმდა ჰესილისზე. კონტინენტის წარსულზე არაფერს წერდნენ არც ენისელში, არც ალგადოსში და არც ძველი ცივილიზაციის სხვა წყაროებში, დღემდე ყველა ცნობა უკვალოდ გაქრა. მხოლოდ მე, „გობრონ ასელატმა“, მე-12 საუკუნის შუა ხანებში დავამტკიცე, რომ ჰესილისზე გოლიათების გადაშენებამდეც არსებობდა სახელმწიფო, რომელიც 9000 წელს მაინც ითვლიდა. სწორედ მისგან მიიღო კულტურული მემკვიდრეობა ილისმა და ალგადოსმა, ზიდრუდმა და ბერინარმა. ალგადოსელები ამ უზარმაზარი კონტინეტის ცენტრში მოექცნენ და ბევრ გამოგონებას დაუდეს სათავე, მათ პირველებმა დახვეწეს საბრძოლო ხელოვნება, არქიტექტურა, შექმნეს დამწერლობა, რომელიც ცნობილია ეისის დამწერლობის სახელით. სწორედ ალგადოსელებს ეკუთვნით დღემდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები. ალგადოსი ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში სიმშვიდე დაამყარა კონტინენტზე, თუმცა ბოლო ათწლეულში ჰესილისში იმატა შიდა ომებმა და სამეფო შეთქმულებებმა, ვასალებს შორის დიდი შუღლი გაჩნდა, რომლის გულშიც ილისის სამეფო მოექცა. ომი გარდაუვალი იქნება და როცა ეს მოხდება, კონტინენტი ყველაზე სახიფათო და თავზეხელაღებულ ხალხს მიიზიდავს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
სამყაროთა ომი, ...
ჰერბერტ უელსი
7
ყიდვა
ამორძალები, შავ...
ტიციან ტაბიძე
1
ყიდვა
A Connecticut Y...
მარკ ტვენი
1.5
ყიდვა
Ayesha, the Ret...
ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
1.5
ყიდვა
In the Year 288...
ჟიულ ვერნი; მაიკლ ვერნი
1.5
ყიდვა
Japanese Fairy ...
იეი თეოდორა ოზაკი
1.5
ყიდვა
Peter Pan
ჯეიმს მეთიუ ბარი
1.5
ყიდვა
Phantastes: A F...
ჯორჯ მაკდონალდი
1.5
ყიდვა
She
ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
1.5
ყიდვა
Sylvie and Brun...
ლუის კეროლი
1.5
ყიდვა
The Book of the...
უცნობი ავტორი
1.5
ყიდვა
The Lost World
ართურ კონან დოილი
1.5
ყიდვა
The Mysterious ...
ჟიულ ვერნი
1.5
ყიდვა
The Poison Belt
ართურ კონან დოილი
1.5
ყიდვა
The Wind in the...
კენეთ გრემი
1.5
ყიდვა
The Wonderful W...
ლაიმენ ფრენკ ბაუმი
1.5
ყიდვა
The Works of Ed...
ედგარ ალან პო
1.5
ყიდვა
The Works of Ed...
ედგარ ალან პო
1.5
ყიდვა
The Works of Ed...
ედგარ ალან პო
1.5
ყიდვა
The Works of Ed...
ედგარ ალან პო
1.5
ყიდვა
The Works of Ed...
ედგარ ალან პო
1.5
ყიდვა
Through the Loo...
ლუის კეროლი
1.5
ყიდვა
მეფეთა უკანასკნ...
ჯო აბერკრომბი
10
ყიდვა
ვამპირული ომები...
ქეითი რუთ დეივისი
10.5
ყიდვა
ვამპირული ომები...
ქეითი რუთ დეივისი
8.6
ყიდვა
ვამპირული ომები...
ქეითი რუთ დეივისი
8.4
ყიდვა
ვამპირული ომები...
ქეითი რუთ დეივისი
7.9
ყიდვა
ვამპირული ომები...
ქეითი რუთ დეივისი
9.4
ყიდვა
ნისლქმნილი: აღზ...
ბრენდონ სანდერსონი
17
ყიდვა
ნისლქმნილი: უკა...
ბრენდონ სანდერსონი
18
ყიდვა
ქრესი. მთვარის ...
მერისა მეიერი
7.5
ყიდვა
ელვარების კოდი
ჯეიმზ დაშნერი
6
ყიდვა
შავი პრიზმა
ბრენტ უიქსი
13.5
ყიდვა
ნადირობა ცხვარზ...
ჰარუკი მურაკამი
10.4
ყიდვა
ბერენი და ლუთიე...
ჯ. რ. რ. ტოლკინი
11
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ისტორია საუკუნეების განმავლობაში დუმდა ჰესილისზე. კონტინენტის წარსულზე არაფერს წერდნენ არც ენისელში, არც ალგადოსში და არც ძველი ცივილიზაციის სხვა წყაროებში, დღემდე ყველა ცნობა უკვალოდ გაქრა. მხოლოდ მე, „გობრონ ასელატმა“, მე-12 საუკუნის შუა ხანებში დავამტკიცე, რომ ჰესილისზე გოლიათების გადაშენებამდეც არსებობდა სახელმწიფო, რომელიც 9000 წელს მაინც ითვლიდა. სწორედ მისგან მიიღო კულტურული მემკვიდრეობა ილისმა და ალგადოსმა, ზიდრუდმა და ბერინარმა. ალგადოსელები ამ უზარმაზარი კონტინეტის ცენტრში მოექცნენ და ბევრ გამოგონებას დაუდეს სათავე, მათ პირველებმა დახვეწეს საბრძოლო ხელოვნება, არქიტექტურა, შექმნეს დამწერლობა, რომელიც ცნობილია ეისის დამწერლობის სახელით. სწორედ ალგადოსელებს ეკუთვნით დღემდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები. ალგადოსი ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში სიმშვიდე დაამყარა კონტინენტზე, თუმცა ბოლო ათწლეულში ჰესილისში იმატა შიდა ომებმა და სამეფო შეთქმულებებმა, ვასალებს შორის დიდი შუღლი გაჩნდა, რომლის გულშიც ილისის სამეფო მოექცა. ომი გარდაუვალი იქნება და როცა ეს მოხდება, კონტინენტი ყველაზე სახიფათო და თავზეხელაღებულ ხალხს მიიზიდავს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ჰესილისის ქრონიკები
ავტორი:
რამისტელ ბასილასი
გამომცემელი:
რამისტელ ბასილასი
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
192
კატეგორია:
ფენტეზი
ნახვები:
11456
რეიტინგი:
4,85
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(84) რეცენზია
4.85
რეიტინგის განაწილება
5
[78]
4
[5]
3
[0]
2
[0]
1
[1]
წიგნის შესახებ
ჰესილისის ქრონიკები
რამისტელ ბასილასი
11456
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
7
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
თავი I - გასხივოსნება - 1163 წ.
თავი II - დაუფასებელი სამსახური - 1170 წ.
თავი III - ძვირი სიამოვნება - 1173 წ.
თავი IV - გულის ფიქრები - 1175 წ.
თავი V - ბრიყვთა ალიანსი - 1176 წ.
თავი VI - იდუმალი კაცი - 1168 წ.
თავი VII - მყუდრო სახლი - 1168 წ.
თავი VIII - კუდზე მადევარი - 1170 წ.
თავი IX - უგემური სტუმარი - 1172 წ.
თავი X - გაშლილი ხელი - 1174 წ.
თავი XI - თავის ფიქრები - 1173 წ.
თავი XII - მაძებარი - 1175 წ.
თავი XIII - დასასრულის დასაწყისი - 1176 წ.
თავი I - გასხივოსნება - 1163 წ.
დილეგის
კარი
აჭრიალდა,
სადღაც
კედლის
კუთხიდან
ჩირაღდნის
სინათლე
აპარპალდა.
სიწყნარე
იყო,
არაფერი,
თითქმის
არაფერი
ისმოდა
ჩურჩულის
გარდა.
მერე
აბჯრის
ჩხარუნიც
გაისმა.
სინათლე
დილეგშიც
შემოვიდა,
ქვის
სველ,
ცივ
კედლებს
შეანათა
და
გაჩერდა,
კარში
სამი
სილუეტი
გამოჩნდა.
პატიმარმა
პირველად
მცველები
შეათვალიერა,
მერე
თეთრებში
გამოწყობილ
დედაკაცს
გახედა.
ქალს
ახალგაზრდა
ნამდვილად
არ
ეთქმოდა,
მაგრამ
ვერც
მოხუცს
უწოდებდა
კაცი,
მკაცრი
სახე
ჰქონდა,
მზერაც
მისთვის
შესაფერისი
–
შეკრული
წარბებითა
და
ოდნავ
გულგრილი
სახით.
მაღალი
ტანისა
იყო,
ალბათ
მკერდი
რომ
არ
ჰქონოდა,
კაცსაც
დაემგვანებოდა,
მაგრამ
ის
თხელი
თითები,
უწვერო
სახე
და
მკერდი
მშვენივრად
ჩანდა
სიბნელეში.
დილეგის
მცველმა
გასაღებები
ააჩხრიალა,
მეორე
ხელში
მომარჯვებული
ბარკალი
გაძიძგნა
და
მეწყვილეს
გახედა:
–
გასწიე
ეგ
ჩირაღდანი,
თვალებში
რომ
მანათებ,
იმას
უყურო,
ჯობია!
რა
იყო,
ჩემი
ჭამა
არ
გინახავს,
შე
ბრიყვო?!
–
ბოხი,
ჩახლეჩილი
ხმა
ჰქონდა
და
უსიამოვნო
გარეგნობა;
აბჯარშიც
კი
ეტყობოდა
ზურგზე
უზარმაზარი
კუზი.
კბილები
ჩალეწილი
ჰქონდა,
რის
გამოც
შიგადაშიგ
ჩლიფინებდა,
მუწუკებიან
სახეზე
კი
ნაყვავილარი
ეტყობოდა.
მუზარადი
მოიხადა,
დაფანჩული
წარბებიდან
ოფლი
ჩამოიწმინდა,
თავი
კარგად
მოიფხანა
ქონიანი
თითებით,
ძვალი
გალოკა
და
იქვე
კუთხეში
მიაგდო,
მერე
თეთრებში
ჩაცმულ
ქალს
გახედა.
–
მოკლედ,
ეს
ვაჟბატონია
ჩვენი
მეამბოხე,
ლესილი
შენ
შემოგყვება
საკანში,
–
მეწყვილეზე
ანიშნა
და
ხელი
მხარზე
დაჰკრა,
–
მე
გარეთ
დაგიცდით,
კართან...
რო
მორჩებით
კიდე,
გამოგიშვებთ.
ქალმა
წარბები
შეათამაშა,
ხელში
მომარჯვებული
წიგნი
გულზე
მიიკრა
და
მცველს
დამცინავად
უპასუხა:
–
მითხარით
პატივცემულო,
როცა
წმინდათა
სახლში
მიემგზავრებით
და
უზენაეს
ქურუმს
ხვდებით
ცოდვათა
შესანდობად,
თქვენ
ორის
გარდა
ვინმე
ესწრება
კიდევ
ამ
აღსარებას?
მცველს
სიბრაზე
შეეტყო
და
ხმაც
დაუბოხდა.
–
მომისმინე,
დედაკაცო!
აქ
წესებია,
ჩემი
წესები!
და
თუ
პატიმრის
ნახვა
გინდა,
ისე
უნდა
მოიქცე,
როგორც
მე
ვიტყვი!
პირველი
ჭკუის
კოლოფი
არა
ხარ,
ვინც
აქ
გვესტუმრება
ხოლმე
და
არც
ბოლო
იქნები,
ვინც
ცოცხალი
ვერ
გააღწევს
აქედან!
რა
გგონიათ,
რა
აკავებს
ამ
ცხოველებს,
ყელი
რომ
არ
გამოგძიძგნონ,
შენი
ლოცვები
თუ
ჩვენ,
ჰა?!
ქალმა
მცველისკენ
ნელი
მოძრაობით
წაიღო
ხელი,
მხარზე
ჩამოეყრდნო
და
ნაზი
ხმით
უპასუხა:
–
ეჭვიც
არ
მეპარება,
რომ
თქვენ
აკავებთ,
ბატონო
ტორენ.
მაგრამ,
რაც
შეეხება
ყელის
გამოძიძგნას,
ვფიქრობ,
საკმარისად
მშიერი
ადამიანიც
კი
გააკეთებდა
ამას,
თუნდაც
პატიოსანი
გვარის
შვილი
და
არა
მხოლოდ,
ზემოხსენებული
ნაბიჭვრები,
აქ
რომ
გყავთ
გამოკეტილი,
–
ქალმა
ტორენს
ცივად
გაუღიმა
და
ლაპარაკი
განაგრძო:
–
ბატონებო,
ღმერთებთან
შევცოდებ,
თუ
წმინდა
წესით
არ
მივიღებ
ცოდვილის
სიტყვებს.
ტორენი
გაქვავდა.
ეტყობოდა,
რომ
ჭკვიანური
პასუხის
გაცემა
უნდოდა
და
ცოტა
დააგვიანდა,
მერე
სახე
გაუნათდა
და
ქალს
თვალებში
მიაჩერდა.
–
აქ
წმინდა
სახლი
კი
არა
გვაქვს,
დედაკაცო!
ან
შენ
რომელი
ქურუმი
მყავხარ?!
უბრალო
მომლოცველი
ხარ!
–
დაცვამ
ხელით
ტანისამოსზე
მიუთითა
და
მრისხანე
მზერით
მიაშტერდა.
–
ბატონო
ტორენ,
როგორც
უკვე
მოგახსენეთ,
აქ
უზენაესი
ქურუმის
დავალებით
გეახელით,
–
ქალმა
უმალვე
დარწმუნებით
დაუწყო
ტორენის
გაშტერებულ
სახეს
საუბარი,
–
რაც
შეეხება
თქვენს
გმირულ
პასუხისმგებლობას
ჩემდამი,
გთხოვთ,
არ
იდარდოთ
მოკრძალებული
სტუმრის
მიწიერ
სხეულზე,
თორემ,
დამიჯერეთ,
მალე
ქურუმების
თხოვნითა
და
ქალაქის
თავის
ბრძანებით
სხვა
იზრუნებს
პატიმრებზე
და
არა
თქვენ!
ტორენმა
სიბრაზისგან
კბილები
გააღრჭიალა,
მერე
მეწყვილეს
გახედა,
რომელიც
ჩუმად
ისმენდა
მათ
საუბარს
და
დაუყვირა:
–
ლესილ!
ჩირაღდანი
მიეცი
და
ფეხი
გამოადგი,
შე
ძაღლიშვილო!
ზემოთაც
მოვძებნი
შენთვის
საქმეებს!
საპყრობილის
მოჭრიალე
კარი
დაიკეტა,
დილეგში
კი
მხოლოდ
ორნი
დარჩნენ,
ქალმა
ჩირაღდანი
კედელზე
მიამაგრა,
იქაურობა
აუჩქარებლად
მოათვალიერა,
მერე
კედლის
კუთხეში
მიგდებულ
აგურს
დახედა,
მივიდა,
კაბა
შეისწორა
და
ზედ
დაჯდა.
–
გღვიძავთ,
ბატონო?
–
ჰკითხა
მშვიდი
ხმით.
კედელზე
მიჯაჭვული
კაცი
შეირხა,
ჯაჭვები
გააჩხარუნა
და
წამოიწია,
რომ
უფრო
კარგად
შეეთვალიერებინა
მოსაუბრე.
ქალის
შუბლზე
სწორ
ხაზად
დასმული
სხვადასხვა
ზომის
შვიდი
წითელი
წერტილი
შენიშნა.
მერე
წიგნს
დახედა.
ყდა
ხისგან
იყო
დამზადებული
და
წითელი
კაცების
სილუეტებით
მოხატული.
ამით
მიხვდა,
რომ
ილიესის
ტაძრის
მომლოცველს
ესაუბრებოდა.
პატიმარმა
ხელით
გაჭირვებით
შეისწორა
სახეზე
ჩამოცვენილი
შემხმარი
თმა.
ეტყობოდა,
რომ
დიდი
ხნის
მშიერი
იყო,
წამების
კვალიც
ემჩნეოდა
სხეულზე.
ხელები
ტალახში
შეზელილი
სისხლით
ჰქონდა
მოთხვრილი.
სახე
წვერით
ჰქონდა
დაფარული,
მაგრამ
წაბლისფერი
თვალები
შესამჩნევად
ჩანდა
ცეცხლის
სინათლეზე.
–
ვინ
გამოგგზავნათ
და
რა
გინდათ?
ქალმა
წიგნი
მუხლებზე
დაიდო,
გადაშალა