ადამიანებმა გავყიდეთ ოცნებები ყოველდღიურ სიცოცხლეზე და საკუთარ თავს დავაჯერეთ, რომ ამას ცხოვრება ჰქვია.
ან მეორე ვარიანტიც არსებობს, თავად დავარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ოცნებები აღარ არის საჭირო, დავიწყეთ ყველაფერ მატერიალურზე ჩაბღაუჭება.
გავყიდეთ სული, ჰაერის სანაცვლოდ, რომ გვეცოცხლა, გავყიდეთ ფულის სანაცვლოდ, რომ გვეარსება.
საკუთარი ფიქრებიც კი გავყიდეთ და ქუჩის კუთხეში დამნაშავესავით მივმალეთ. ბნელ ოთახში ჩავკეტეთ ჩვენი საკუთარი ნამდვილი სურვილები, რომ არ გამოეღწიათ.
რეალობა უკუღმა ჩავიცვით და სიცოცხლეს ჩავებღაუჭეთ ისე ვითომ, ჩვენი ყოფილიყო. იმ სიცოცხლეს, რომელშიც თითქოს, ჩვენი საკუთარი რაიმე მაინც დარჩენილიყო. სამწუხაროა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ ზოგიერთი მაინც ახერხებს შეინარჩუნოს თავისი ნამდვილი სახე და მიჰყვეს თავის ოცნებებს.